რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს “ურთიერთგაგების მემორანდუმს” ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების შესახებ. ირანული კომპანია Petroleum Engineering and Development Company (PEDEC)-ის გენერალური დირექტორის აბუზარა შარიფის აზრით, ეს არის ორმხრივად მომგებიანი გარიგების მაგალითი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
ირანი იმედოვნებს, რომ 40 მილიარდი დოლარის მემორანდუმის განხორციელება პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.
ირანის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები და ინვესტიციები. რუსეთი დაასრულებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს (INSTC) რათა განხორციელდეს ნავთობპროდუქტების გაცვლა. ამან შეიძლება დააკმაყოფილოს ორი პარტნიორი ქვეყნის მოთხოვნილებები.
ირანი ასევე იმედოვნებს ინვესტიციებს ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაში, ასევე ვდახმარებას ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოებიდან.