Tag Archives: #ელექტროენერგია

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. „საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას, ტერევენკოს და ჩაჩვას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების, ხევისპირის, მწვანე, ჯაბიძის, შულენბურგის, სარაჯიშვილის, ულიანივის და უწერის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზნის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკის და მოლოკოვის ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთისგან გლობალური შანტაჟის თავიდან ასაცილებლად გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან იყოს აცილებული რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია ევროპის მომავალი. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგორესურსების მოპოვება, რათა ყველამ რუსეთში გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ენერგიის იარაღად გამოყენება“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყატარს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ...

Read More »

დავით ნარმანია: ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ „ქრონიკას“ განუცხადა. დავით ნარმანია განმარტავს, რომ ქვეყანა იმპორტს სამი ქვეყნიდან ახორციელებს. „ელექტროენერგიის ნაწილში ჩვენ, გარდა იმისა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გენერაცია, სამი მეზობელი ქვეყნიდან ვიღებთ იმპორტს. როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. რომელი ქვეყნიდან როდის რა მოცულობის შემოდის დამოკიდებულია პირდაპირ ფასებზე. ამ ეტაპზე რაიმე სახის ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს“, – განაცხადა ...

Read More »

IDFI: რუსეთიდან იმპორტირებული ელენერგია, შესაძლოა, მეგობარი ქვეყნებიდან ჩანაცვლდეს

უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესია და რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. IDFI -ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში მოცემულია საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება მეზობელი ქვეყნის და მეგობარი ქვეყნის ეკონომიკების მიმართ. კვლევა ასახავს: ვაჭრობის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ენერგეტიკული ბაზრის არსებულ მდგომარეობას და მოსალოდნელ დინამიკას. “საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შეფასება მოგვცემს საშუალებას, მოვახდინოთ მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და ...

Read More »

ესკოს ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, სემინარი ჩატარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა”. პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე ევროპელმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პოლიტიკა და მხარდაჭერის სქემები. სემინარში ესკოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანია იმ რაიონების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ: „ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას და გიორგი შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის ...

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დაახლების IX, X, Xბ კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI ...

Read More »

ესპანეთში ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

ესპანეთში ათასობით ადამიანი სურსათის, ელექტროენერგიისა და საწვავის მკვეთრად გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს. დემონსტრაციები ესპანეთის უმსხვილეს ქალაქებში ულტრამემარჯვენე პარტიის, Vox-ის ორგანიზებით გაიმართა. მადრიდის მერიასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომას ითხოვდნენ. „ფრანს 24“-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ესპანეთში ენერგორესურსებზე ფასი 72 პროცენტით გაიზარდა, რაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ზრდა იყო. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

მომდინარე წლის იანვარში-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით, 763.7 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. 135.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 114.8 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში ...

Read More »