სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას, ტერევენკოს და ჩაჩვას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, მონადირის, ავშნის, ფირცხალავას, ავალიშილის და ნუშის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, არგვეთის, ჩხიკვაძის, ტყეკულტურის და მანგლისის ქუჩების მოსახლეობას“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply