დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დაახლების IX, X, Xბ კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, შატილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ურეკის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის, ავეტიკ ისაკიანის, გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაინების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრე იბერის, არქანჯელო ლამბერტის, ვეფხისტყაოსნის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალას III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის და პეტრე სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply