Tag Archives: #სანქციები

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სანავთობო ტანკერები ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის

2021 წლის 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რიგ კომპანიასა და გემს, რომლებმაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია “PDVSA”-ს დაეხმარნენ ნავთობის გაყიდვაში აზიაში, მიუხედავად ვაშინგტონის სანქციების, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ თანხამ ხელი შეუწყო 2018 წელს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უკანონო არჩევას. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ქმედება მიმართული იქნება სამი ადამიანის, 14 ორგანიზაციისა და ექვსი გემისგან ...

Read More »

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს. მათი ცნობით, ენერგოკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგისთვის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტად რჩება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა გონივრულ ვადებში იგეგმება. „გაზპრომი“ პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების პირობებში Nord Stream-2-ის განხორციელების შეჩერებას ან პროექტის სრულ გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჰოლდინგის ობლიგაციების ახალი განთავსების მემორანდუმშია ნათქვამი. „ჩვენი მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, ისეთი ...

Read More »

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე ...

Read More »

აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას გერმანული კომპანია გამოეთიშა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროექტი პირველმა გერმანულმა კომპანიამ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ კომპანიის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია კონცერნ Bilfinger SE-ზე. მედიასაშუალების ნობით, გაზსადენის მშენებლობას კომპანია აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების გამო გამოეთიშა. გერმანულმა კომპანიამ პროექტიდან გასვლის შესახებ უკვე შეატყობინა აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია Nord Stream 2 AG-ს. გერმანულ კომპანიას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანი ევროკავშირს ახალი საგადახდო არხის გამო აკრიტიკებს

ირანის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის საგადახდო არხი გააკრიტიკა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ევროპულმა კომპანიებმა აშშ-ს სანქციების თავიდან აცილება შეძლონ. ევროპის მთავრობებს „წარმოდგენა არ აქვთ“, როგორ უნდა დააფინანსონ ორი წლის წინ დაარსებული მილსადენი Instex და „მათ არ აღმოაჩნდათ საკმარისი სიმამაცე ეკონომიკური სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად“ – წერს ირანის ცენტრალური ბანკი Twitter– ზე. ირანის ეს კომენტარები ემთხვევა ძალაუფლების დონალდ ტრამპიდან ჯო ბაიდენზე გადასვლას, რომელიც ბარაკ ...

Read More »

დანიურმა კომპანია Ramboll-მა Nord Stream 2 პროექტი აშშ-ს სანქციების გამო დატოვა

გაზპრომის კიდევ ერთმა კონტრაქტორმა უარი თქვა Nord Stream 2-ის დასრულებაში მონაწილეობაზე. დანიურმა კომპანია Ramboll- მა პროექტი დატოვა აშშ-ს სანქციების ქვეშ მოქცევის რისკის გამო – აცხადებს გაზეთი Politiken. Nord Stream 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ Ramboll იყო პროექტის გარემოსდაცვითი კონსულტანტი. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა გაზსადენის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. გასულ ნოემბერს ნორვეგიული კომპანია Det Norske Veritas – ...

Read More »

ბიტკოინი შესაძლოა რეგულაციების ქვეშ მოექცეს

2020 წელი მომგებიანი წელი იყო ბიტკოინისთვის. კრიპტოვალუტა თითქმის გაოთხმაგდა და მისი ფასი, რომელმაც 20 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, განაგრძობს ზრდას. Wall Street-ის ვეტერანებმა ის ალტერნატიულ აქტივად აკურთხეს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა MicroStrategy და Square, ფულადი რეზერვები კრიპტოვალუტაში გადაიტანეს. 2017 წელს მკვეთრი ზრდისა და მომდევნო წელს დრამატული კლების შემდეგ, 2020 წელს ბიტკოინის ღირებულება 300% -ზე მეტით გაიზარდა. როგორც ამას ინვესტორები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია შესაძლოა ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

2020 – „გაზპრომის“ ისტორიაში ყველა მძიმე წელი

რამდენიმე წლის წინ „გაზპრომის“ ფუნქციონერები ვერ დაიჯერებდნენ, რომ მათი კონცერნის სტაბილურობის სიმბოლო მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის ხომალდი გახდებოდა, სწორედ ის გემი, სახელად „ფორტუნა“ რომელმაც აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების გვერდის ავლით გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა უნდა დასრულდეს. დღეს არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ის ამ მისიის შესრულებას. გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოები უკვე დასრულდა, იანვარში მილების ჩალაგება დანიაში უნდა დაიწყოს. თუმცა, აშშ ...

Read More »

აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების სიას აქვეყნებს

სამშაბათს, აშშ-ს ადმინისტრაციამ ირანზე დაწესებული სანქციების სიას დაამატა ამ ქვეყნის წარმომადგენელი ჰასან აიურული, რომელიც ამჟამად იმყოფება იემენის დედაქალაქ სანაში, რომელსაც თავის მხრივ, ანსარ ალაჰის აჯანყებულთა მოძრაობა აკონტროლებს. სიას ასევე დაემატა ირანის საერთაშორისო ალ-მუსტაფას სახელობის უნივერსიტეტი. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ აშშ–ს სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში დაემატა ერთი პაკისტანელი. შეერთებული შტატები თვლის, რომ ის ასოცირდება ისლამური ...

Read More »

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა. სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს. იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ...

Read More »