Tag Archives: #ენერგეტიკა

სექტემბრის პირველ 2 კვირაში საექსპორტო შემოსავლების სიდიდით მე-2 წყარო უკრაინაში ელექტროენერგია გახდა

სექტემბრის პირველ ორ კვირაში ელექტროენერგიის ექსპორტმა 131 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ახალი სავაჭრო რეკორდია. უკრაინისთვის ტრადიციულად ყველაზე დიდი საექსპორტო შემოსავლის მომტანი რაფსის და ხორბლის შემდეგ ელექტროენერგიამ მეორე ადგილი დაიკავა. მადლობა ტარას კაჩკას (უკრაინის ეკონომიკის მინისტრ – „აიპრესი”) კარგი ახალი ამბისთვის, – წერს ფეისბუქზე უკრენერგოს გამგეობის ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიცკი და დასძენს, რომ რეკორდმა ხელი შეუწყო სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ...

Read More »

Ethereum ბლოკჩეინ ქსელის განახლებით ელექტროენერგიის 99%-ს ზოგავს

ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა. განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა. ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო. Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა. წყარო: gbc.ge

Read More »

ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

როგორ გავიგოთ ელექტროობასთან დაკავშირებული ტერმინების მნიშვნელობა

ელექტრონიკასთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები, რომელთა მნიშვნელობაც უნდა იცოდეთ. გენერატორი: მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას, ტურბინის ბრუნვას, შიდა წვის ძრავის მუშაობას ან ნებისმიერ სხვა ენერგიას ელექტრო ენერგიად. ბევრი კომპანია პორტატულ ელექტროსადგურს – გენერატორს უწოდებს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ელექტროსადგური მხოლოდ ენერგიას ინახავს. ამპერი (А): დენის ძალის გამზომი ერთეული. შედარებისთვის: თუ წარმოიდგენ, რომ წყალი მილში – დენია, ამპერი გამოსახავს წყლის მოცულობას. ვოლტი ...

Read More »

ევროკავშირი ენერგოკრიზისისგან მომხმარებელთა დასაცავად $140 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან $140 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან. ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ევროზონაში ენერგიის მაღალი ფასები „ინფლაციის მამოძრავებელ დომინანტურ“ ძალად რჩება. ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

EBRD საქართველოში მსხვილ, საშუალო და მცირე ენერგეტიულ პროექტებს მხარს დაუჭერს

EBRD – ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. საკითხი ეკონომიკის სამინისტროში EBRD – ის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან შეხვედრაზე განიხილეს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე -კერძო სექტორს. შეხვედრაზეასევე აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 ...

Read More »

“მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონირება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის შეფასებით, მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონიორება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. “ახალ ტექნოლოგიებს სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და მდგრადი გადამცემი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი არტერიაა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სისტემებთან ერთად, მის ეფექტიანობას განსაზღვრავს”, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე. მინისტრის მოადგილის ...

Read More »

კრისტინ ლაგარდი: მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება

 BBC-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კიდევ მოსალოდნელია განაკვეთის ზრდა, რომელიც ხუთშაბათს 75 პპ–ით 1,25%–მდე ასწიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფასების ზრდის ტემპს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დინამიკურია. ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ვერ აკონტროლებს ენერგიის მაღალ ფასებს. ”მე არ შემიძლია ენერგიის ფასის შემცირება, – თქვა მან. – მე არ შემიძლია დავარწმუნო  მსოფლიოს ...

Read More »

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის $68 მილიარდის მოცულობის სესხებს უზრუნველყოფს

გერმანია ენერგეტიკული ფირმებისთვის სესხების უზრუნველყოფას გეგმავს იმ ფონდიდან, რომელიც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალთან გასამკლავებლად კომპანიების დასახმარებლად შეიქმნა. სახელმწიფო განვითარების ბანკ KfW-ის ზედამხედველობით გაცემული სესხების მოცულობა დაახლოებით 67 მილიარდი ევრო ($67.9 მილიარდი) იქნება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის მიერ ენერგიის მიწოდების შემცირების შემდგომ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისის ცენტრში მოექცა. კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა ახალი გეგმის დამტკიცებას განიხილავს იმ ენერგოკომპანიების დასახმარებლად, ...

Read More »