Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ფინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით შეამცირა

ფინეთმა 70%-ით შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლის მარტში. მოცულობები ანაზღაურდა ნორვეგიიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემა ფინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტში 70%-ით ნაკლები ნავთობი შევიდა რუსეთიდან. რუსეთიდან შესყიდული ნავთობის ღირებულება წინა წელთან შედარებით 45%-ით დაეცა. „ფინეთის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან თანდათან იშლება“, – აღნიშნა ეკონომისტმა პასი კუოპამაკიმ. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სლოვაკეთი არის დამოკიდებული რუსეთზე მისი ენერგეტიკული მოთხოვნილებებით, ხოლო პოლონეთის, ...

Read More »

OPEC+ ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC+) წევრთა შეხვედრა დასრულდა, მომავალ თვეს ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას დღიურად მხოლოდ 432,000 ბარელით გაზრდის – აღნიშნული მოცულობა ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე წარდგენილი გეგმით იყო გათვალისწინებული. OPEC-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ორგანიზაცია კონფლიქტში ნეიტრალურ მხარეს შეინარჩუნებდა და მიუხედავად რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვისა, ის ნავთობის წარმოების მოცულობას დაგეგმილზე მეტად არ გაზრდიდა. ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.3 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  2.23   მილიონი ბარელით  და შეადგინა  228.58  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.34  მილიონი ბარელით და შეადგინა  104.94 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

BP-მ რუსეთიდან გასვლით გამოწვეული დანაკარგი ნაწილობრივ აინაზღაურა

BP-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვა $2.5 მილიარდით გაზარდა, რამაც ნაწილობრივ დააკომპენსირა $25.5 მილიარდიანი დანაკარგი, რომელიც რუსეთიდან გასვლას უკავშირდება. კომპანიამ პირველი კვარტლის პოზიტიური შედეგების შემდეგ ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. BP-ის პირველ კვარტლის მოგებამ $6,25 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აჭარბებს წინა წლის შედეგს და ასევე ანალიტიკოსების მოლოდინს, რომელიც $4,43 მილიარდი იყო. თუმცა, მაჩვენებელი არ ითვალისწინებს კომპანიის $29.29 მილიარდიან დანაკარგს, რომელიც რუსულ Rosneft-ში 20%-იანი წილის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.14  (+  5.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.81  (+  5.40)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი “საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა” შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ...

Read More »

ენერგომატარებლები 50%-ით გაძვირდება

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, განსაკუთრებით სწრაფად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ენერგორესურსების ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება. ნავთობის ფასი ომამდე $80-ს შეადგენდა, დღეს 38%-ით – $110-მდეა გაზრდილი, რაც 8–წლიანი რეკორდია, მარტში 14 წლიანი რეკორდიც დაფიქსირდა და 1 ბარელის ღირებულებამ $130-ს გადააჭარბა. ზოგად არასტაბილურ ფონს, ის ფაქტიც ემატება, რომ რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. რუსეთი დღიურად ...

Read More »

ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE ...

Read More »

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, თუ გამონაკლისი არ იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს მილსადენებით ახორციელებენ

უნგრეთი, რომელსაც ნავთობის 2/3 და გაზის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოაქვს, დიდი ხანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე. „ამჟამინდელი ფორმით ბრიუსელის სანქციების პაკეტის მხარდაჭერა შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას. უნგრეთი ამ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან. მაშინ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება შენარჩუნდეს. ახლა ეს შეუძლებელია. უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად დაცულია, მაგრამ სანქციების ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 3 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.87 (+3.90)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.40 (+3.99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »