ფინეთმა 70%-ით შეამცირა რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლის მარტში. მოცულობები ანაზღაურდა ნორვეგიიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს.
გამოცემა ფინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მარტში 70%-ით ნაკლები ნავთობი შევიდა რუსეთიდან. რუსეთიდან შესყიდული ნავთობის ღირებულება წინა წელთან შედარებით 45%-ით დაეცა.
„ფინეთის სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან თანდათან იშლება“, – აღნიშნა ეკონომისტმა პასი კუოპამაკიმ.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სლოვაკეთი არის დამოკიდებული რუსეთზე მისი ენერგეტიკული მოთხოვნილებებით, ხოლო პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის ენერგეტიკული საჭიროებების ორი მესამედი მოდის რუსეთზე, ნათქვამია Shell-ის ბოლო მოხსენებაში.