Tag Archives: #ენერგეტიკა

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 ...

Read More »

შვედეთი რუსეთს Nord Stream-ის შემოწმების შედეგებს არ გადასცემს

შვედეთი უარს ამბობს, რუსეთს მიაწოდოს გამოძიების შედეგები Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენების მილების დაზიანების მიზეზების შესახებ, რაც მოხდა სამეფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, შვედეთში გამოძიება “კონფიდენციალურია” და ეს ეხება ამ საქმესაც. თითოეული ქვეყანა თავისუფალია, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება, – დასძინა პოლიტიკოსმა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს შეუერთდეს დანიისა და შვედეთის გამოძიებას Nord Stream-ზე. ამასობაში, გერმანიაში ...

Read More »

რუსებმა ლვოვის ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. როგორც საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცეკმა განაცხადა, აგრესორებმა დღეს დილით ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს: “წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას”, – წერს მაქსიმ კოზიცკი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

Read More »

სერბეთის პრეზიდენტი €12-მილიარდიან ენერგეტიკულ საინვესტიციო გეგმას აყალიბებს

რუსეთიდან ხორვატიის გავლით ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდგომ, სერბეთი €12-მილიარდიან ენერგეტიკულ საინვესტიციო გეგმას აყალიბებს. პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ინფორმაციით, დაფინანსება მომავალი ექვსი წლის განმავლობაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში განხორციელდება და დივერსიფიკაციასა და უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ უქმეებზე გამოქვეყნებულ საჯარო მიმართვაში ვუჩიჩმა ნავთობის წყაროების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ სერბეთს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ნავთობისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტის განცხადება ...

Read More »

რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მაგისტრალზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, არსებული დაზიანებული 6 მეტრი სიგრძის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ყვარლის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველი ...

Read More »
უნდა განხორციელდეს თუ არა საქართველოში მაღალი რისკის ჰიდროპროექტები

12 მითი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ჰიდროენერგიის საერთაშორისო ასოციაციამ (IHA), რომელიც 120 ქვეყნის ენერგოკომპანიებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს, ჰიდროენერგეტიკის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებსა და მითებს ვრცელი სტატია მიუძღვნა. „12 გაბათილებული მითი ჰიდროენერგეტიკაზე“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ედი რიჩი გახლავთ. გთავაზობთ ამ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს: მითი #1: განახლებადი მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიაა რეალობა: ჰიდროენერგია – მსოფლიოში მცირე ნახშირბადული კვალის მქონე ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – დიდი თხოვნაა, რაც უფრო მეტი უკრაინელი მოიხმარს ელექტროენერგიას გონივრულად, მით უფრო სტაბილურად იმუშავებს ჩვენი ენერგოსისტემა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, ელექტროენერგია გონივრულად მოიხმარონ. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა აღადგინონ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება. „ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ. რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ ელექტროენერგიის ნორმალური წარმოება და მომარაგება. ჩვენ გვჭირდება, რომ ელექტროენერგია ჰქონდეს ყველა ოჯახს, რუსული ტერორის გამოვლინების მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება, რომ ენერგიით ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: თურქეთი და აზერბაიჯანი გაზრდიან TANAP-ის გამტარუნარიანობას

„აზერბაიჯანთან ერთად დაიწყო მუშაობა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, წერს თურქული მედია. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან დადებულმა ნახშირწყალბადების შეთანხმებამ შექმნა თანამშრომლობის ახალი არეალი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, – განაცხადა ერდოღანმა. ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს აგრძელებს

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტური განაახლა და ამჯერად ქალაქ თბილისის 140-ე სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ. ტურის ფარგლებში, უფროსკლასელები ასევე ესტუმრნენ სსე-ის კუთვნილ ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებსაც უკრაინაში აქვთ ორი სამიზნე, ენერგოობიექტები და ხალხი

რუს ტერორისტებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები და ხალხი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. „მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ...

Read More »