Tag Archives: #ტესლა

ილონ მასკმა კრიპტოვალუტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ილონ მასკი Twitter-ზე კრიპტოვალუტების შესახებ ავრცელებს. ამჯერად მან კრიპტოვალუტას არაკონვერტირებადი ქაღალდის ფულის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა. Tesla-ს დირექტორმა ტექნოლოგიები ჯადოქრობას შეადარა, როდესაც ჰკითხეს რას ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც გაბრაზებულები არიან მასზე კრიპტოს გამო. მასკმა ასევე დაწერა, რომ “ნამდვილი ბრძოლა ქაღალდის ფულსა და კრიპტოს შორის არის. ყველაფრის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს ვუჭერ მხარს ”

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ელონ მასკი რუსეთს Tesla-ს წარმოების პოტენციურ ჰაბად განიხილავს

ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. “რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. ...

Read More »

Tesla თავის ბიტკოინ-აქტივებს ყიდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ბიტკოინ-აქტივების სრულად გაყიდვას არ გამორიცხავს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ კომპანიამ ამ აქტივების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ტვიტზე დაწერა, რომლითაც მიკრობლოგის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა. CryptoWhale სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მომდევნო კვარტალში ბიტკოინის მფლობელებს გააწბილებს ის ამბავი, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის აქტივები გაყიდა. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ასეა“. გასულ კვირას ილონ ...

Read More »

Tesla-მ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ჯერ არ გამოუშვია

ინტერნეტ რესურსი Electrek-ი გვატყობინებს, რომ კომპანია Tesla-ს ელექტრომობილებზე ამ დროისთვის მოთხოვნა ზღვარსგადასულია. კომპანიამ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ყველა ის, რომლის გამოშვებას ამ კვარტლის ბოლომდე, ანუ მომდევნო ორ თვეში აპირებს. სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელიც მიეძღვნა Tesla-ს კვარტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა აქციონერებს განუცხადა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. „ჩვენ ვაკვირდებით ნამდვილ ბიძგს მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე, რომელიც ...

Read More »

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია. ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე ილონ მასკმა მხოლოდ ერთ წელში 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2020 წელს 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2018 წელს მასკი კომპანიას შეუთანხმდა, რომ მისი ანაზღაურება აქციების ოპციონის სახით მომხდარიყო. 2020 წელს კომპანიამ საკუთარ გენერალურ დირექტორს აქციების შესყიდვის უფლება მისცა, რაშიც ილონ მასკმა მხოლოდ 2,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეს კი ამ აქციების ღირებულება 13,3 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად 2020 წელს Tesla-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ...

Read More »

ხვალიდან ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ტაქსებით მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის უახლესი, 2019 წლის, კომპანია „აიქარის“ ეკომეგობრული ტაქსები მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ.

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

Tesla-ს აქციები 2025 წლისთვის 350%-ით გაიზრდება

Tesla-ს აქციების ფასი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კლებას განიცდიდა. კერძოდ, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი კომპანიას ნათელ მომავალს უქადის. აქტივების მართვის კომპანია Ark Invest-ი პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის Tesla-ს აქციები 350%-ით გაიზრდება და მათი ღირებულება $3000-ს მიაღწევს. მათივე მოლოდინით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, Tesla-ს აქციების ფასი, სულ მცირე, $1500 მაინც იქნება. ...

Read More »

Tesla-მ, სავარაუდოდ, ბიტკოინით უფრო დიდი მოგება მიიღო, ვიდრე ელექტრომობილებით

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. სავარაუდოდ, ერთ თვეში ამ ინვესტიციით კომპანიამ უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებითა და გაყიდვით. Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი [BTC] 2021 წლის იანვარში შეიძინა. ტრანზაქციის ზუსტი თარიღი და ფასი უცნობია. სავარაუდოდ, შესყიდვა ერთბაშად არ განხორციელებულა და რამდენიმე კვირაზე იყო გადანაწილებული, რაც კრიპტოინვესტირების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა. ...

Read More »

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს. კომპანიამ ასევე დაანონსა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის მიიღებას აპირებს, რამაც ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ბიტკოინზე ფსონს მას შემდეგ დებს, რაც  საინვესტიციო პოილიტიკა განაახლა და ახლა კომპანიას საშუალება აქვს ივესტიცია ჩადოს როგორც ციფრულ აქტივებში, ასევე ოქროს ბუილონში და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში. ”ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმის მიღება, ...

Read More »