ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს.
კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა.
“რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. დროთა განმავლობაში ვეცდებით გვქონდეს ქარხნები მსოფლიოს სხვა ადგილებში, მათ შორის პოტენციურად რუსეთშიც”,- განაცხადა Tesla-ს აღმასრულებელმა ოფიცერმა.
თუმცა, რუსეთი მოულოდნელი არჩევანი იქნება ელექტრომობილების ქარხნის ლოკაციისთვის. ინდუსტრიის მკვლევარის Autostat-ის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რუსეთში 5300-ზე ნაკლები მეორადი და 700 ახალი ელექტრომობილი გაიყიდა. ნავთობპროდუქტების მწარმოებელმა მთავარმა ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო ინფრასტრუქტურის შემუშავება ბატარეით მომუშავე მანქანებისთვის.
მიუხედავად ამისა, მასკის განცხადებამ სწრაფი შედეგი დააყენა რუსი გუბერნატორების მოწვევის სახით, სადაც ისინი თავიანთ რეგიონებში მასკს ქარხნის ასაშენებლად ეპატიჟებიან.
მასკმა, რომელიც ასევე აშშ-ს სამთავრობო კონტრაქტორის Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, კონფერენციაზე ვაშინგტონს და მოსკოვს მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.
ღონისძიება, რომელსაც ელონ მასკი სტუმრობდა კრემლის ძალისხმევის ნაწილია აღადგინოს “ცოდნის საზოგადოება”, რომელიც საბჭოთა პერიოდის საგანმანათლებლო ორგანიზაცია.