Tag Archives: #ტესლა

Tesla-მ IV კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირდა და შემოსავალი 37%-ით გაზარდა

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla Inc-მა დააფიქსირა რეკორდული წმინდა მოგება 2022 წლის მეოთხე კვარტალში და მნიშვნელოვნად გაზარდა შემოსავალი. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგება ოქტომბერ-დეკემბერში 3,69 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის 2,3 მილიარდი დოლარიდან. მოგება აქციაზე გაიზარდა $0.68-დან $1.07-მდე. Tesla-ს კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 37%-ით 24,3 მილიარდ დოლარამდე. მთელი 2022 წლის შედეგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგება გაორმაგდა და შეადგინა 12,6 მილიარდი ...

Read More »

Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს ამცირებს

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს მეხუთედით ამცირებს, რათა საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდოს ეკონომიკური დაღმასვლისა და სხვა ბრენდებიდან გაზრდილი კონკურენციის პირობებში. კომპანის თანახმად, ამ შემცირებით, რომელიც მიწოდების და ქარხნებამდე კომპონენტების გადატანის ხარჯების კლებამ განაპირობა, ფასები 2 წლის მინიმუმამდე დაიკლებს. აშშ-ში Tesla-მ ფასები 13,000 დოლარით შეამცირა, ზოგიერთი მოდელის ღირებულებამ კი მეხუთედითაც დაიკლო. დიდ ბრიტანეთში მოდელ 3-სა და ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

Tesla, შანხაის ქარხანაში წარმოებას აჩერებს

Tesla, შანხაის ქარხანაში დეკემბრის ბოლო კვირაში წარმოეას აჩერებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც COVID-19 ინფექცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რადგან ჩინეთში COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები შერბილდა. ელექტრომობილების გიგანტი გეგმავს შეაჩეროს Model Y წარმოება ქარხანაში 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, რადგან ქარხნის მუშები და მისი მომწოდებლები ავადდებიან COVID19-ის ახალი ტალღის ფარგლებში.

Read More »

TESLA-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია

Tesla-ს  პრობლემა მიწოდების დეფიციტი, ლოჯისტიკის შეფერხებები და მზარდი ხარჯებია, რადგან ის სწრაფად აძლიერებს ელექტრო მანქანების წარმოებას. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გაუმჯობესდა ბოლო თვეებში, გამოწვევები მაინც რჩება. ელექტრომობილების მწარმოებელმა განაცხადა, რომ მიწოდებაში რეკორდი დაამყარა და ბაზარს გაორმაგებული რაოდენობის 343,000 მანქანა მიაწოდა კვარტალში, მაგრამ იყო შემთხვევები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით, რამაც კვარტალური ზარალი გამოიწვია. კომპანიის შემოსავალი წინა კვარტალში მოსალოდნელზე დაბალი იყო, რადგან მანქანების ...

Read More »

Tesla-მ ელექტროტრაილერების წარმოება დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება, რომელსაც პირველ ავტომობილებს Tesla მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწვდის. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა. როგორც მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ...

Read More »

Tesla 2022 წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

გასულ კვირას გერმანული საავტომობილო ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი, Tesla მომავალ წელს გერმანიაში ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალი ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენი მიზანია, გაყიდვები ყოველ წელს გავაორმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ 2022 წელს 80 000 ერთეული ავტომობილი უნდა გავყიდოთ. მომდევნო წელს კი – ორჯერ მეტი“, – ციტირებს ჟურნალი ბერლინის გიგაქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სიტყვებს. ცნობისათვის, ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ილონ მასკი TESLA-ს აქციებს ყიდის

ილონ მასკმა Twitter-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გამო Tesla-ს $6.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციები გასულ კვირას ფირმის აქციონერთა ყოველწლიური შეკრების შემდეგ გაიყიდა. საერთაშორისო გამოცემა ილონ მასკის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, მას სჭირდება თანხა იმ შემთხვევაში, თუ Twitter-ის ყიდვა სასამართლოს ძალით მოუწევს. აქციების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მასკმა უპასუხა Twitter-ის საშუალებით მისთვის დასმულ კითხვას, დაასრულა თუ არა ტესლას ...

Read More »

ილონ მასკის „ტესლამ” მე-2 კვარტალში თავისი ბიტკოინების 75% გაყიდა

ამის შესახებ „ტესლა” თავისი აქციონერებისთვის გამოცემულ მეორე კვარტლის ანგარიშში იუწყება. მე-2 კვარტლის ბოლოსთვის ჩვენი ბიტკოინების დაახლოებით 75%-ის ფიატ ვალუტაში კონვერტირება მოვახდინეთ. გადაცვის ოპერაციებმა ჩვენი ნაღდი ფულის ბალანსი 936 მლნ დოლარით გაზარდა, – ნათქვამია აქციონერთათვის გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში. „ტესლამ” 2021 წელს ბიტკოინში დაახლოებით 1.5 მლლრ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული „ბიტკოინმონეტების” 75%-ის გაყიდვით 936 მლნ დოლარის ამოღება ნიშნავს, რომ კომპანიამ ~200 მლნ ...

Read More »

Tesla-ს გაყიდვები 68%-ით გაიზარდა

Tesla-ს გაყიდვები პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 68%-ით 310 ათასამდე გაიზარდა, რაც კვარტალურ ჭრილში რეკორდულია და 2018 წლის ჯამურ გაყიდვებსაც აღემატება. Tesla-ს გაყიდვებმა 0.5 მლნ-იან ზღვარს 2020 წელს მიაღწია, როდესაც კომპანიამ 499 ათასი ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო. 2021 წელს გაყიდვებმა 935 ათასს მიაღწია. 1 მლნ-აიანი ფსიქოლოგიური ნიშნული წელს პირველად გადაილახება. Tesla-ს კაპიტალიზაცია ამჟამად $782 მლრდ-ს შეადგენს და ავტომწარმოებლებს შორის ...

Read More »

საწვავის გაძვირების პარალელურად, აშშ-ში Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

ამერიკული მედიაპლატფორმის Electrek მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის მომატებული ფასის გამო, ბოლო დღეებში აშშ-ში ილონ მასკის კომპანიის Tesla ელექტრომობილებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ეს კლიენტებისთვის პროდუქტის სწრაფ მიწოდებაზე გავლენას მაინც არ იქონიებს, რადგან ავტომწარმოებელი გამოშვებული მანქანების რაოდენობას ასე მარტივად ვერ გაზრდის. შეგახსენებთ. რომ საწვავის გაძვირება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფარგლებში აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. აშშ-ში თითო ბარელი ნავთობის ფასმა 100 ...

Read More »