Tag Archives: #ნავთობკომპანიები

IEA: მაისში რუსული ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი $20 მილიარდამდე გაიზარდა

რუსეთის ნავთობის ექსპორტის შემოსავალი მაისში $20 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Bloomberg-ი საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ძალაში შესვლასთან ერთად, რუსული ნავთობის მიწოდება შემცირდა, ენერგორესურსის გლობალური ფასის ზრდამ შემცირებული ექსპორტი დააკომპენსირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და კიდევ უფრო დაუახლოვდა ომამდელ ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისგან მიღებულ ნიშნულს, თუმცა, მაისში ექსპორტი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. მთლიანი ექსპორტის მოცულობის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  14 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  122.32 (-0.11)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.61 (-0.18)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მაკროეკონომიკური რისკებისა და წარმოების ზრდის ფონზე ნავთობის ფასმა დაიკლო

აზიის მხრიდან რუსეთის ენერგიით დაინტერესების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ირანის ნავთობის და გაზის ექსპორტი

ნავთობის ტანკერებზე დამკვირვებელი კომპანიების შეფასებით, აზიის ბაზრებზე რუსეთთან კონკურენციის გამო, განახევრდა ირანის ნავთობის და გაზის ექსპორტი – მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, თავი აარიდოს მოსკოვს, უკრაინაში მისი არაპროვოცირებული შეჭრისთვის. მონაცემების კომპანია Kepler-მა, რომელიც ტანკერთა გადაადგილებასაც აკვირდება, რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 13 ივნისს უთხრა, რომ წინასწარი მაჩვენებლებით, ირანის ნედლი ნავთობის და თხიერი გაზის დატვირთვამ მაისში შეადგინა დღეში დაახლოებით 400,000 ბარელი, ...

Read More »

არნოლდ შვარცენეგერი: სისხლში გვაქვს გასვრილი ხელი, რადგან ომს ვაფინანსებთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მოსკოვისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს. არნოლდ შვარცენეგერის განცხადებით, ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა. „ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა ...

Read More »
რუსეთის გააქტიურებამ ნავთობის ბაზარზე ფასები დააგდო

რუსეთის იაფ ნავთობზე დამოკიდებული ევროპული ქარხნების ნაწილი იხურება

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროპული ქარხნების ნაწილი იხურება. მწარმოებლები ვერ უძლებენ იმ ქარხნებთან კონკურენციას, რომლებიც მუშაობენ აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში, სადაც ნავთობის ხარჯები გაცილებით დაბალია. რუსეთის სამთავრობო კომპანიამ გაზპრომმა ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება, რადგან მათ უარი თქვეს კრემლისთვის გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. გასული წლის მონაცემებით, რუსეთი ევროკავშირს მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის 40%-ს აწვდიდა. WSJ-ის ცნობით, ევროპის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშიდან 1 თვეში ბენზინი 20 თეთრით გაიაფდა, დიზელი 5 თეთრით გაძვირდა

კონკურენციის სააგენტოს მიერ 1 თვის წინ გაკეთებულ განაცხადს, რომ მსხვილ კომპანიებს საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ, არც მთავრობის მხრიდან მოჰყოლია რეაგირება და არც ბიზნესიდან –  ფასების დინამიკა ფაქტობრივად უცვლელია. ამ მხრივ ვერც   ლარის კურსის გამყარებამ მოახდინა გავლენა. ბოლო 1 თვეში არაბრენდირებულებმა 5-10 თეთრით გააიაფეს საწვავი, ბრენდირებულებმა  – 20 თეთრით, თუმცა ამას მოსახლეობისთვის მცირე შეღავათიც არ მოუხდენია. ამ დროისთვის საცალო ქსელში ...

Read More »

ჩინეთში მოთხოვნის კლების ფონზე, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  13 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  122.01  (-  1.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.67  (-  0,84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ირანმა და ვენესუელამ ნავთობპროდუქტების სფეროში 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი

ირანსა და ვენესუელას შორის 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. არსებული ინფორმაციით, გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა აგრეთვე ვენესუელას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას და საჭირო ტექნიკურ-საინჟინრო მომსახურების ექსპორტს ითვალისწინებს. „ვენესუელამ აჩვენა სამაგალითო წინააღმდეგობა სანქციების, მტრებისა და იმპერიალისტების მუქარის წინააღმდეგ. 20-წლიანი თანამშრომლობის დოკუმენტი მოწმობს ორი ქვეყნის ნებაზე, განავითარონ კავშირები“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ ...

Read More »

შრი-ლანკამ შესაძლოა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეიძინოს

შრი-ლანკა შესაძლოა იძულებული გახდეს რუსეთისგან მეტი ნავთობი შეიძინოს. კუნძული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საწვავის სერიოზულ დეფიციტს ებრძვის. ამის შესახებ Associated Press-ი პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგზე დაყრდნობით იტყობინება. “ხელისუფლება ცდილობს მიიღოს ნავთობი და ქვანახშირი ახლო აღმოსავლეთის მომწოდებლებისგან, მაგრამ შეიძლება რუსეთთან მისვლა კვლავ მოუწიოს”,- განაცხადა ვიკრემესინგმა. შრი-ლანკა ყველაზე ძლიერი ფინანსური კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში დეფიციტია ყველაფერზე, საკვებიდან ნავთობამდე. ცნობისთვის, მაისში შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც საგარეო ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთი ჩინეთს ნავთობის მიწოდებას ივლისში შეუმცირებს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის გამო ივლისში გადაწყვიტა შეემცირებინა ნედლი ნავთობის მიწოდება რიგი ჩინურ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება. მათი სიტყვებით, საუდის კომპანიამ შეატყობინა სულ მცირე ხუთ აზიურ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგანც უმეტესობა ჩინურია, რომ ივლისში ნედლი ნავთობის ნაკლებ სახელშეკრულებო მოცულობებს მიაწვდის. მარაგების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი დიდი ფასდაკლებით იძენს რუსული ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობებს. ...

Read More »