შრი-ლანკა შესაძლოა იძულებული გახდეს რუსეთისგან მეტი ნავთობი შეიძინოს. კუნძული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საწვავის სერიოზულ დეფიციტს ებრძვის. ამის შესახებ Associated Press-ი პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგზე დაყრდნობით იტყობინება.
“ხელისუფლება ცდილობს მიიღოს ნავთობი და ქვანახშირი ახლო აღმოსავლეთის მომწოდებლებისგან, მაგრამ შეიძლება რუსეთთან მისვლა კვლავ მოუწიოს”,- განაცხადა ვიკრემესინგმა.
შრი-ლანკა ყველაზე ძლიერი ფინანსური კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში დეფიციტია ყველაფერზე, საკვებიდან ნავთობამდე.
ცნობისთვის, მაისში შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც საგარეო ვალის გადახდა ვერ შეძლო.
წყარო: businessformula.ge