საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის გამო ივლისში გადაწყვიტა შეემცირებინა ნედლი ნავთობის მიწოდება რიგი ჩინურ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება.
მათი სიტყვებით, საუდის კომპანიამ შეატყობინა სულ მცირე ხუთ აზიურ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგანც უმეტესობა ჩინურია, რომ ივლისში ნედლი ნავთობის ნაკლებ სახელშეკრულებო მოცულობებს მიაწვდის.
მარაგების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი დიდი ფასდაკლებით იძენს რუსული ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობებს. გარდა ამისა, საუდის ნავთობზე მზარდი მოთხოვნაა მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ევროპული ქვეყნებიდან რუსეთიდან ნედლეულის ეტაპობრივი გასვლისა და ახალი მომწოდებლების ძიების გამო. ერთ-ერთი სინგაპურელი ტრეიდერის სიტყვებით – „საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდება ბაზარზე უკიდურესად შეზღუდულია“.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი გადამამუშავებელი ქარხანა მიწოდების საჭირო მოცულობას ივლისში მიიღებს. აღნიშნულია, რომ Saudi Aramco ასევე აპირებს გაზარდოს ნავთობის მიწოდება პენგერანგის ქარხანაში, მალაიზიის ნავთობისა და გაზის კომპანია Petronas-თან ერთად.