Tag Archives: #ნავთობკომპანიები

მაშველი რგოლი სამხრეთ ამერიკიდან – ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია ევროპაში გასაგზავნად მზადაა

ვენესუელური მძიმე ტანკერი 650 000 ბარელი ნავთობით, რომელიც იტალიური კომპანია Eni-ს მიერაა დაქირავებული, მალე ევროპაში გაემგზავრება, იტყობინება Reuters-ი, Refinitiv Eikon მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცენტრზე დაყრდნობით. ეს იქნება ევროპაში ნედლი ნავთობის პირველი ექსპორტი ვენესუელადან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ორი წლის განმავლობაში. სააგენტოს ცნობით, მეორე ტანკერი უკვე მიემართება ვენესუელაში. დაგეგმილია, რომ ის ივნისში 2 მილიონი ბარელი ნავთობის პარტიით ...

Read More »

აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი – 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი – 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) – 111,9 ათასი ტონა ...

Read More »

ნოვაკი: წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს

2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პრინციპში არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი იყოს 150 დოლარი ბარელზე და, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლოგისტიკაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასების ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 3%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,93 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 129,41 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირირებას განაგრძობს

2022 წლის  16 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.51  (-  2.66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.31  (-  3.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 418,714 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.71   მილიონი ბარელით  და შეადგინა  217.474  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0.73  მილიონი ბარელით და შეადგინა  109,709 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც არ მცირდება. პირიქით, საერთაშორისო ბირჟებზე „ბრენტის“ ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულზეა, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია. არსებულ ვითარებაზე მეტად უფრო დრამატულია მომავლის მოლოდინი. არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ...

Read More »

სანქცირებულების კონკურენცია – ირანისთვის რუსეთის ენერგორესურსები თავის ტკივილი ხდება

დასავლეთის სანქციებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას, ჯერჯერობით უკუშედეგი აქვს: ნავთობის ფასები იზრდება, დასავლეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში მომხმარებლები იძულებულნი არიან გადაიხადონ მეტი ბენზინზე, რაც მხოლოდ აჩქარებს ისედაც მაღალ ინფლაციას. მაშინ როცა რუსეთი, რომელმაც სანქციების გამო წარმოება შეამცირა, თუმცა ნავთობს გარიგების ფასად ყიდის, მისგან უფრო მეტს შოულობს, ვიდრე ოდესმე. მეტიც, რუსეთი თანდათან აძევებს ირანს იაფი ნავთობის ბაზრიდან, ...

Read More »

2022 წელს OPEC ინარჩუნებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზს

OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. ორგანიზაციის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2022 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უცვლელი დარჩება მაისის პროგნოზის 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში“, – ნათქვამია მოხსენებაში. OPEC კვლავ ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2022 წელს იქნება საშუალოდ 100,3 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  14 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.17  (-  1.10)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.93  (-  2.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »