2022 წელს OPEC ინარჩუნებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზს

OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. ორგანიზაციის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„2022 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უცვლელი დარჩება მაისის პროგნოზის 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში“, – ნათქვამია მოხსენებაში.

OPEC კვლავ ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2022 წელს იქნება საშუალოდ 100,3 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

Leave a Reply