Tag Archives: #პოლონეთი

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ტუროვის ქვანახშირის მაღაროზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთმა ევროკომისიას ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს

ტუროვის ქვანახშირის მაღაროზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთმა ევროკომისიას ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქვანახშირზე დამოკიდებულ პოლონეთს უთანხმოება აქვს ჩეხეთთან, რომელმაც პოლონეთს ევროკომისიაში და ლუქსემბურგში მდებარე მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ჩეხეთის განცხადებით, ტუროვის ქვანახშირის მაღაროში მიმდინარე სამუშაოები ეკოლოგიური ზიანს აყენებს ჩეხეთს და არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. 2021 წლის 20 მაისს სასამართლომ მხარი ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

პოლონეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

პოლონეთს რუსული გაზი 2023 წლიდან აღარ დასჭირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკითხებში პოლონეთის მთავრობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პიოტრ ნაიმსკიმ განაცხადა, რასაც Euractiv-ი ავრცელებს. ნაიმსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ბალტიის გაზსადენი Baltic Pipe 2022 წლის 1 ოქტომბრიდან სრულად ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც პოლონეთი ნორვეგიის კონტინენტალური შელფიდან გაზს მიიღებს. გაზსადენს დანიური კომპანია Energinet ოპერირებს. პოლონეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზე იამალის კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 ...

Read More »

პოლონეთის პრემიერმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე აშშ-ის პოზიციას ეგოისტური უწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე აშშ-ის პოზიციას ეგოისტური უწოდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე აშშ-ის პოზიციის 180 გრადუსით შეცვლამ უამრავი ქვეყანა გააოცა. უკმაყოფილებას გამოვთქვამ, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ საკითხს ეგოისტურად მიუდგნენ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას ...

Read More »

პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

პოლონეთში 12 ივლისიდან ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე. კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილემ, ირენეუშ ზისკამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (ოთხი ათასამდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (ექვსი ათასამდე ევრო) შეადგენს. სუბსიდირების მიღებას ...

Read More »

“ბალტიის მილსადენის”, რომელიც პოლონეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს, მშენებლობა დაიწყო

პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორმა ბალტიის ზღვის ფსკერზე “ბალტიის მილსადენის” საზღვაო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. ”27 ივნისს, გემმა Castorone-მ, რომელიც პასუხისმგებელია გაზსადენების საზღვაო მონაკვეთზე პოლონეთსა და დანიას შორის, დაიწყო “ბალტიის მილსადენის” გაყვანა ბალტიის ზღვაში”, – განაცხადა კომპანიამ და აღნიშნა, რომ მშენებლობა დაიწყო დანიის წყლებში, კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს. ”Castorone თანდათანობით იმოძრავებს გაზსადენის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში. ”ამ წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ ...

Read More »

პოლონეთში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა

პოლონური ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანია PGNiG-ის გაზის ფასი 24%-ით ფაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dziennik Gazeta Prawna იუწყება. გამოცემის ცნობით, ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის ფასი 1 ივლისიდან მოიმატებს. პოლონეთის სიდიდით მეორე ენერგეტიკული კომპანიის Tauron-ის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ფასებს ისიც გაზრდის. კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზის მომარაგებაზე წლიური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული,  საწვავის ღირებულება წლის ბოლომდე არ გაიზრდება და მხოლოდ შემდეგი წლიდან ...

Read More »

“ბალტიის გაზსადენის” მშენებლობა შეამცირებს პოლონეთის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას

დანიის გარემოს დაცვის სააგენტომ სატრანსპორტო სისტემის ოპერატორ Energinet-ს აცნობა, რომ შეუძლია განაახლოს “ბალტიის მილსადენის” პროექტზე სამშენებლო სამუშაოები დანიის 210 კილომეტრიანი მონაკვეთის გარკვეულ უბნებზე. Energinet ფიქრობს, რომ პროექტი შესაძლოა სამი თვით გადაიდოს, მაგრამ 2022 წლის ოქტომბრისთვის კომპანიას შეეძლება მიაღწიოს დაგეგმილი სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს, ხოლო მისი სრულად მიღწევა 2022 წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდები. 2021 წლის 31 მაისს, დანიის გარემოსა და სურსათის უვნებლობის დაცვის ...

Read More »

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე უარი თქვას

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „გერმანიას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ პროექტზე და ამით, ფაქტობრივად, შეწყვიტოს ევროპის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია, რადგან ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის უამრავი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომაც გერმანიას სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »

ძლიერმა ყინვებმა პოლონეთში რუსულ გაზზე მოთხოვნა გაზარდა

პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან გაზის შესყიდვის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ევროპაში დამდგარი არანორმალური სიცივეების გამო ვარშავა დამატებითი ენერგორესურსის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა. ჰაერის ტემპერატურა პოლონეთის ზოგიერთ რეგიონში -27 გრადუსამდე დაეცა. არსებულ ვითარებაში, გაზის ეროვნული კომპანია PGNiG იძულებულია გაზარდოს ენერგიის მოხმარება რეკორდულ მაჩვენებლებამდე. წინასწარი მონაცემებით ზამთრის ბოლომდე ქვეყანა დაახლოებით 81 მილიონ კუბურ მეტრ ლურჯ საწვავს მოიხმარს, რომლის მთავარ მიმწოდებლად ისევ რუსეთი დარჩება. “გაზპრომის” ...

Read More »