Tag Archives: #გერმანია

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანიაში გაზის მარაგმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გერმანიის გაზსაცავებში, ბუნებრივი აირის მარაგმა, რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ, ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ევროპული გაზის შემნახველი ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უკვე 24 ოქტომბერს 239.64 ტერავატ-საათი გაზი დაგროვდა და ამ მაჩვენებლით,  2019 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირებულ პიკს გადააჭარბა, როდესაც გაზის მარაგი 239.62 ტვტ/სთ-ს შეადგენდა. “გასული კვირის ორშაბათიდან, გერმანიაში აბსოლუტური შენახვის მოცულობა რეკორდულ დონეზეა”, – დაადასტურა სებასტიან ბლეშკემ, INES-ის (Initiative Energien ...

Read More »

გერმანიაში რუსეთისგან გაზის შესყიდვის პირობა დაასახელეს

გერმანიამ უნდა განაახლოს გაზის შესყიდვა რუსეთიდან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის საქსონიის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრმა, მიხაელ კრეჩმერმა განაცხადა, წერს Bild am Sonntag. „ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აშშ-დან, ყატარიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილოეთ ზღვაში. და როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ კვლავ უნდა გამოვიყენოთ გაზი რუსეთიდან“, – ...

Read More »

გერმანიას ზამთრისთვის საკმარისი ენერგორესურსები აქვს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს. „გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა. „ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

მსოფლიო ბუნდესტაგმა, ენერგოკრიზისის ფონზე, მოსახლეობის მხარდასაჭერად 200 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების ფონზე, ბიზნესის და მოსახლეობის მხარდასაჭერად, 200 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. ოპოზიციამ მთავრობის პაკეტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მათი აზრით, მასში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად რისთვის იქნება გამოყენებული თანხები. ეროვნული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით 200 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 29 სექტემბერს ...

Read More »

ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა

ენერგორესურსების მზარდ ფასებთან დაკავშირებით, გერმანიის ექვს ქალაქში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გასამკლავებლად სამთავრობო ფონდების სამართლიან განაწილებას და წიაღისეული საწვავიდან ენერგიის განახლებად წყაროებზე უფრო სწრაფ გადასვლას ითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ბერლინში, დუსელდორფში, ჰანოვერში, შტუტგარტში, დრეზდენსა და ფრანკფურტში. დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „გრინფისის“ მონაცემებით, აქციებში 24 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, პოლიციის მონაცემებით, ბერლინში დემონსტრაციაზე 1 800-მდე ...

Read More »

გერმანიის გაზსაცავები, რუსეთიდან მიწოდებისგან დამოუკიდებლად უკვე 95%-ით შეივსო

გერმანიაში გაზის საწყობები სავსეა 95,14%-ით, იტყობინება ფედერალური ქსელის სააგენტო (Bundesnetzagentur, BNetzA). ამ საშუალო მაჩვენებლის მიღწევა 1 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, ამიტომ ზამთრისთვის ლურჯი საწვავის მარაგის შექმნის მიზანი ვადაზე ნახევარი თვით ადრე მიღწეულია. აგვისტოს ბოლოდან ამოტუმბვა განხორციელდა რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტის პირობებში გაზსადენ Nord Stream-ით, იგი უზრუნველყოფილი იყო მილსადენით ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ასევე თხევადი აირის იმპორტით LNG ტერმინალებით. გერმანიას აქვს უმსხვილესი მიწისქვეშა გაზის ...

Read More »

პეტერ ფიშერი – დიახ, ევროპას ენერგეტიკული კრიზისი აქვს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს – რუსეთი თავის ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება და ეს მისთვის გაცილებით მძიმე იქნება

დიახ, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპასა და გერმანიაში წიაღისეული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა ისედაც მიზნად აქვთ დასახული. „დიახ, მართალია, ჩვენ ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბეატე ბარონმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5 მცურავ ტერმინალზე, რომლებსაც “დიდი ალბათობით” 1 კერძო პროექტიც დაემატება. „პირველი ორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი ტერმინალის ამუშავება – ვილჰელმსჰაფენდა და ბრუნსბიუტელში – დაგეგმილია 2022-ის დასასრულს, 2023-ის დასაწყისში“, – განაცხადა ბარონმა. გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მერკელმა აღნიშნა, რომ „ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით“ და რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს. „იმ დროის გადმოსახედიდან, ძალიან რაციონალური და გასაგები იყო მილსადენებით გაზის მიღება, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან. ცივი ომის დროსაც კი რუსეთი ენერგიის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

საფრანგეთმა გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საფრანგეთმა ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, გაზის მიწოდება ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი მილსადენით, ზაარის ფედერალური მიწის გავლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივი აირის ფრანგული ოპერატორი GRTGaz ავრცელებს. “უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ახალ ენერგეტიკულ სიტუაციაში, საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს გერმანელ მეზობელს და უშუალოდ მას გაზით ამარაგებს”, – ნათქვამია განცხადებაში. პირველ ეტაპზე გერმანია საფრანგეთიდან ყოველდღიურად საათში 31 ...

Read More »