გერმანიის გაზსაცავებში, ბუნებრივი აირის მარაგმა, რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ, ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ევროპული გაზის შემნახველი ოპერატორების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უკვე 24 ოქტომბერს 239.64 ტერავატ-საათი გაზი დაგროვდა და ამ მაჩვენებლით, 2019 წლის 10 ნოემბერს დაფიქსირებულ პიკს გადააჭარბა, როდესაც გაზის მარაგი 239.62 ტვტ/სთ-ს შეადგენდა.
“გასული კვირის ორშაბათიდან, გერმანიაში აბსოლუტური შენახვის მოცულობა რეკორდულ დონეზეა”, – დაადასტურა სებასტიან ბლეშკემ, INES-ის (Initiative Energien Speichern) აღმასრულებელმა დირექტორმა.
მას შემდეგ, ეს მაჩვენებელი, 29 ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, 241.62 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: ფედერალური ქსელის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარსა და თებერვალში გერმანიამ სულ თითქმის 227 ტერავატ/საათ ბუნებრივი აირი მოიხმარა.
ბლეშკემ აღნიშნა, რომ გაზის დიდი მარაგი, მიუთითებს კარგ მომზადებაზე, მომავალი ზამთრისთვის.
გერმანიაში შესანახი ობიექტები ამჟამად 98.52%-ით სავსეა. ევროპაში, 29 ოქტომბრისთვის, გაზის ყველა საცავი ობიექტის შევსების დონემ, ევროპული გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორების ასოციაციის Gas Infrastucture Europe (GIE) მონაცემებით – 94.34% შეადგინა.
წყარო: realpolitika.ge