საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. როგორც კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად. “ხელშეკრულება “გაზპრომთან” გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. ...
Read More »