კალაძე გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს

კალაძე გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს

მოხდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება „სოკართან“, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც  ჩვენი ყველა  მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, რომელმაც აღნიშნა, რომ  „სოკართან“ და “შაჰ- დენიზის კონსორციუმთან” მოლაპარაკებები არ იყო ადვილი.

მინისტრმა „სოკარს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურაც წარადგინა. მისი თქმით, საქართველოში გაზის მოხმარება 2012 წელს იყო 1,969 მილიარდი, დღეისათვის მოხმარება არის  2,478 მლრდ კუბ. მეტრი, საიდანაც კომერციული სექტორის მოხმარება არის 1,076 მლრდ კუბ. მეტრი, 753 მლნ – მოსახლეობა, 650 მლნ კუბ. მეტრი თბოსადგურები.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მოხმარების 90% აზერბაიჯანული გაზია, რომელსაც საქართველო 2 მილსადენით იღებს. დანარჩენია რუსული გაზი, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურით სახით იღებს.

კალაძე „გაზპრომთან“ ხელშეკრულების უახლოეს პერიოდში გაფორმებას ვარაუდობს. მისი თქმით, შეთანხმება სიტყვიერად უკვე მიღწეულია.

წყარო: GBC

Leave a Reply