Tag Archives: ილია ელოშვილი

ილია ელოშვილი გაზპრომზე: ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას

ილია ელოშვილი გაზპრომზე: ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას

“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას”, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ელოშვილმა “გაზპრომის” თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით კონკრეტული შედეგი მიღწეული ჯერ-ჯერობით არ არის. “ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას. ზამთარი-შემოდგომის პერიოდში 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ “ინტერ რაოსგან”, – ეს იგივე რუსული დენია, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ, ისე რომ მათზე ენერგოდამოკიდებულები არ გავხდეთ.”გაზპრომთან” დაკავშირებით რაიმე ტიპის კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით არ ...

Read More »
სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

თბილისის სტიქიამ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. ერთმა პატარა მდინარემ დედაქალაქს და მის მოსახლეობას უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა და რა იქნება ხუდნჰესისა და ნამახვანჰესის შემთხვევაში? არ არის გამორიცხული, სტიქიით დამფრთხალმა ადამიანებმა ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ ...

Read More »
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა, სტიქიით დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე, დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზსადენის ქსელის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 7 საავარიო ბრიგადა, რამდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა. სამინისტროს განმარტებით, დღეისათვის ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.

Read More »
ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს ილია ელოშვილი აფასებს

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში დაიწყება

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს. სწორედ ამ დრომდე აქვს ვადა მშენებელ კომპანიას, რომ განსახლების გეგმა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი წარმოადგინოს. ამასთან, ამ ეტაპზე პროექტში სახელმწიფოს მხოლოდ 20% თანამონაწილეობა განიხილება. ხელისუფლება ვალდებულებებს უცვლის მცირე და საშუალო ჰესებსაც. ჰიდროელექტროსადურებს გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება  12-დან 8 თვის განმავლობაში მოუწევთ. დღეს არსებული ნორმით კი, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები მთელი წლის განლავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

”მწვანე ალტერნატივა” მთავრობას მოუწოდებს, ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმოს ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი ისევ გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ”ტრანს ელექტრიკას” არც ოფისი გააჩნია და არც საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია. ახალი ვადის მიხედვით, ხუდონჰესის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ...

Read More »
ილია ელოშვილი - საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას 10 წელში მიაღწევს

ილია ელოშვილი – ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად შევქმნათ გენერაციის წყაროები

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა სრულიად რეალისტურია.  ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოეწყოს ენერგეტიკული კონფერენციები და გამახვილდეს ყურადღება ენერგეტიკაზე? კონფერენციაზე გამოიკვეთა პოტენციალი არა მარტო ჰიდრო პოტენციალი, ზოგადად პოტენციალი ინვესტორების, კომპანიების სამინისტოს სახით, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ უახლოესი  8 -10 წლიანი განვითარების პერესპექტივაში  შევძლოთ  მაქსიმალურად დამოუკიდებელი გავხადოთ ქვეყანა.  ჰიდროენერგეტიკის განვითარების გარეშე, სერიოზული პრობლემების წინაშე ...

Read More »