ილია ელოშვილი - საქართველო ენერგოდამოუკიდებლობას 10 წელში მიაღწევს

ილია ელოშვილი – ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად შევქმნათ გენერაციის წყაროები

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით და ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა სრულიად რეალისტურია. 

ინტერვიუ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან

რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოეწყოს ენერგეტიკული კონფერენციები და გამახვილდეს ყურადღება ენერგეტიკაზე?

კონფერენციაზე გამოიკვეთა პოტენციალი არა მარტო ჰიდრო პოტენციალი, ზოგადად პოტენციალი ინვესტორების, კომპანიების სამინისტოს სახით, რომელიც ქვეყანას გააჩნია იმისთვის, რომ უახლოესი  8 -10 წლიანი განვითარების პერესპექტივაში  შევძლოთ  მაქსიმალურად დამოუკიდებელი გავხადოთ ქვეყანა.  ჰიდროენერგეტიკის განვითარების გარეშე, სერიოზული პრობლემების წინაშე დავდეგბით 3-4 წელიწადში და ფაქტიურად საკუთარი გენერაციის წყაროების ათვსიებაზე და განვითარებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და  დამოუკიდებლობა.

რას გეგმავთ იმისათვის, რომ მოხდეს არსებული პოტენციალის განვითარება?

ჩვენი ამოსავალი წერტილი არის,  რომ საქართველო ყოველწლიურად 800 მილიონ კილოვატსაათს იმპორტს ვყიდულობთ რუსეთისგან და მინიმუმ ყოველ წელიწადს ჩვენი  მოხმარება 5% იზრდება.  თუ ესე გაგრძელდა 5-6 წელიწადში ჩვენ უკვე ფაქტიურად  ტექნიკურადაც აღარ გვექნება საშუალება რომ აღნიშნული რაოდენობის ელექტორენერგია შემოვიტანოთ რუსეთიდან აღარ ვსაუბრობრ კომერციულ ასპექტებზე და პოლიტიკურ ასპექტზე. ჩვენი ქვეყნის ამოცანა უნდა იყოს რომ მაქსიმალურად შევქმნათ გენერაციის წყაროები და დავაკმაყოფილოთ დეფიციტები ჩვენი ძალებით.  ამის ყველაზე მთავარი რესურსი არის ჰიდრორესურსები. შესაბამისად, დღეს შემდეგი სიტუაციაა:  2 წლის განმავლობაში 200 მეგავატის ჰიდროელექტორსადგურები შევიდა ექსპლუატაციაში, მიმდინარეობს კვლევები,  გამოკვეთილია ინვესტორები 1500- 2000 მეგავატის მცირე და საშუალო სიმძლავრის ელექტორსადგურებზე, და ისინი გამომუშავებული ელექტორნერეგიის 20%-ს დატოვებენ ზამთარში და შემოდგომაზე საქართველოში ძალიან იაფად. დანარჩენს გაიტანენ თურქეთში,ასევე გენერაციის 2 000 მეგავატამდე დიდი სტრატეგიული ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე მიმდინარეობს მუშაობა, გამოკვეთილია რეალური  ინვესტორები და უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი სად, როგორ გადანაწილდება ინვესტორების რესურსი. განვითარდება ეს სადგურები და ისინი 60-70%-ს გამომუშავებულ ელექტოენერგიას დატოვებენ საქართველოში. ჩვენ ვაშენებთ ახალ თბოელექტროსადგურს და კიდევ ავაშენებთ უახლოეს მომავალში. ყველაფერი ეს საერთო ჯამში და ამას დამატებული ენერტოეგფეტურობის ღონისძიებები და ალეტრნატიული ენერგეტიკის ქარის სახით მცირედი განვითარება საქართველოში , თუ ჩვენ ეს შევასრულეთ საუბარია დაახლოებით 4 ათას მეგავატზე შემდეგი 10 წლის განმავლობაში  შეიძლება ვთქვათ, რომ დაცული ვიქნებით ენერგოდამოკიდებულებისგან და ძალიან ცუდი შედეგებისგან რაც შეიძლება მოხდეს თუკი სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა.დღეს ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა აცნობიერებს მდგომარეობას და გვაქვს კონკრეტული გეგმა იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ ძალინ ცუდ დამოკიდებულებას.

რაც შეეხება მდინარეების შესწავლას, რას გვაძლევს როდესაც ვიცით გენერაციის არსებული პოტენციალი და რა შეიძლება გაკეთდეს განვითარების თვალსაზრისით?

ის პროექტები რაზეც ვისაუბრე უკვე არსებობს, არის გამოკვეთილი პროექტები, კონკრეტული ინვესტორები არიან ან მშენებლობის ან კვლევის ან მშენებლობაზე ნებართვის აღების ფაზაში. რაც შეეხება მდინარეებს უპრეცენდენტო შემთხვევაა როდესაც საქართველოს მთავრობამ პირველად დაიწყო გენერაციის კუთხით საინტერესო 4-ვე  დიდი ბასეინის შესწავლა, ენგურის, რიონის, ალაზნის და გურია აჭარის რეგიონები. ამაზე გამოცხადებული იყო ტენდერები და შვეიცარიული კომპანია აკეთებს ამ სამუშაოებს ჩვენთვის. გამარჯვებული კომპანია გასულია 4-ვე ბასეინზე , პროცესი დაწყებულია 6 თვეა და მიმდინარე წლის სექტემბერში, გვექნება შედეგი.  გენერაციის კუთხით 1000 დან 15000 მეგავატამდე, მცირე და საშუალო ჰესებზე, ახალი პოტენციალი გამოკვლეული იქნება პირველადი ტენქიკურ ეკონომიკური დასკვნები,კვლევების დონეზე. ამის შემდეგ იქნება შემდეგი ტალღა განვითარების, იქნება ინვესტორებისთვის საინტერესო პროექტები და დავიწყებთ მუშაობას ინვესტორებთან და დავინახავთ რა რაელური პოტენციალი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ, რომ გავქვს ჰიდრორესურსები, მაგრამ ასეთი სისტემური და მასშტაბური შესწავლა არასოდეს  განხორციელებულა საქართველოს ისტორიაში და მისასალმებელია.

რამდენად მნიშვნელვანია კომერციული ბანკების ჩართულობა ასეთ პოროექტებში? საქართველოში გამოცდილება როგორია, რამდენად თანამშრომლობენ კომერციული ბანკები კომპანიებთან?

ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი. რეალურად  ქართულმა ბანკებმა,  რომლებიც მოტივირებული არიან მოგებაზე, უკვე რეალური პერსპექტივები დაინახეს. მაგალითად თიბისიმ ბოლო რამდენიმე წელიწადში 150 მილიონი დააბანდა, ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს  ბანკი და ქართული ბანკების დაფინანსება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს უწევს კონკურენციას რაც  სერიოზული ნიშანია, რომ რეალურად ეს ჩვენი ჰიდრორესურსების ათვსიება არის არა მხოლოდ ენერგეტიკულად სტრატეგიული პროექტები  ასევე კომერციულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის,  იმიტომ რომ ბანკებმა ასეთი ცხოველი ინტერესი დააფიქსირეს მათ მიმართ.

Leave a Reply