“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას”, – აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ელოშვილმა “გაზპრომის” თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით კონკრეტული შედეგი მიღწეული ჯერ-ჯერობით არ არის.
“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ყველას. ზამთარი-შემოდგომის პერიოდში 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ “ინტერ რაოსგან”, – ეს იგივე რუსული დენია, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ, ისე რომ მათზე ენერგოდამოკიდებულები არ გავხდეთ.”გაზპრომთან” დაკავშირებით რაიმე ტიპის კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით არ არის.
მოლაპარაკებები არის ღია. როდესაც მინისტრი ხვდება გაზპრომის წარმომადგენლებს, ეს გაცხადებულია, თუმცა ჯერ რაიმე შედეგზე საუბარი არ არის. როდესაც იქნება რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, – ეს იქნება გაცხადებული”, – განაცხადა ელოშვილმა გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი”.