2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. „ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით Tesla-ს გუნდის მშვენიერი ნამუშევარია“, – ასე გამოეხმაურა კომპანიის წლიურ შედეგს მისი დამფუძნებელი, ილონ მასკი. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში Tesla გეგმავს ყოველწლიურად 20 მილიონამდე ელექტრომობილი გაყიდოს.
Read More »