Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

პროგრამული უზრუნველყოფის საკომუნიკაციო პრობლემის გამო Tesla აშშ-ში 12 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla აშშ-ში 12 000 ელექტრომობილს უკან გამოიწვევს. კომპანია გამოიხმობს 2017 წლის შემდეგ წარმოებულ ელექტრომობილებს, რომელთაც პროგრამულ უზრუნველყოფაში საკომუნიკაციო პრობლემა წარმოექმნათ და შეცდომით შეჯახების საფრთხეს აღიქვამდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად ავარიულ მუხრუჭს ააქტიურებდნენ.

Tesla-ს განცხადებით, 11 704 Model S-ის, X-ისა და Y-ის უკან გამოხმობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ 23 ოქტომბერს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გამოუშვა. აღნიშნულ განახლებაზე კი ლიმიტირებული წვდომა ჰქონდათ გარკვეულ მოდელებს.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა სამომავლოდ ავტომობილების სრულად ავტონომიურ მართვას ითვალისწინებს. თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ მძღოლის დახმარებით შემოიფარგლება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ის რეაგირებას ვერ შეძლებს. FSD-სისტემა მძღოლს უეცარ დამუხრუჭებაში, საფრთხის აღქმასა და სამოძრაო ზოლებზე გადაადგილებაში ეხმარება.

კომპანიამ აღნიშნული განახლება მალევე წაშალა მას შემდეგ, რაც ავარიული დამუხრუჭების შემთხვევები დაფიქსირდა და სანაცვლოდ კიდევ ერთი განახლება, 10.3.1 გამოუშვა. ეს უკანასკნელი ექსკლუზიურად იმ მოდელებისათვის გამოიცა, რომლებიც წინა განახლებისას დაზარალდნენ. ორგანოს განცხადებით, ის აქტიურად გააგრძელებს Tesla-სთან თანამშრომლობას ყველა საფრთხის დროულად გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.

Leave a Reply