Tag Archives: #აზერბაიჯანი

“სოკარმა” ნავთობის საშუალო გასაყიდი ფასი გამოაცხადა

2021 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში Azeri Light-ის ნედლი ნავთობის საშუალო სარეალიზაციო ფასი, CIF პირობებით, 65,43 აშშ დოლარი იყო – განუცხადა “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა. ”2021 წლის პირველ ნახევარში ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის საშუალო გსაყიდმა ფასმა 65,43 დოლარი შეადგინა CIF-ის პირობებით”, – აღნიშნაა აჰმადოვმა. მან ასევე დაამატა, რომ 2020 წლის ამავე პერიოდში, ბარელი აზერბაიჯანული Azeri ...

Read More »

SOCAR-მა 2020 წელი $1,02 მილიარდიანი ზარალით დაასრულა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შემოსავლებმა 2020 წელს 49 მილიარდ 607 მილიონი მანათი შეადგინა, წმინდა ზარალი 1 მილიარდ 734 მილიონი მანათით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით 1,02 მილიარდი დოლარი). 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 651 მილიონი მანათი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. SOCAR–ის 2020 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტი IFRS–ის შესაბამისად ჩაატარა Ernst & Young–მა. 2020 წელს, 2019 წელთან ...

Read More »

მსოფლიო ტენდენციების ფონზე, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 74 დოლარამდე შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,55%-ით, 1,94 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 74,14 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $78-ს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,86 აშშ დოლარით (1,11%) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 78,35 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

მიმიდინარე წლის პირველ ნახევარში ჯეიჰანის პორტიდან 99 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გავიდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში BOTAS International Limited-მა (BIL), რომელიც ოპერირებას უწევს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს თურქეთში, ჯეიჰანის ტერმინალიდან 99.096 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიტანა. კომპანიის ცნობით, ნედლი ნავთობის აღნიშნული მოცულობა 137 ტანკერზე დატვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა. ჯამში, ამ დროისთვის, პორტიდან  3,7 მილიარდ 670 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი იქნა განთავსებული 4,796 ტანკერზე. თურქეთში BTC-ის ოპერირებისთვის ავტორიზაცია BIL–მა 2001 წელს მოიპოვა. BTC–დან ...

Read More »

SOCAR: კასპიის ზღვაში აფეთქება ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,16 აშშ დოლარით (1,53 %) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 77,11 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა

კასპიის ზღვაში აფეთქება მოხდა. მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. როგორც მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, კასპიის ზღვაში მომხდარ აფეთქებას აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორთან, ასევე „უმიდის“ პლატფორმასთან კავშირი არ აქვს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, აფეთქება სეისმური პროცესის შედეგად მოხდა და გეოლოგიური წარმოშობა აქვს. მომხდარ ფაქტს ამჟამად ექსპერტები სწავლობენ. პარალელურად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში (SOCAR) აცხადებენ, რომ კომპანიის ოფშორულ პლატფორმებზე და ...

Read More »

ივნისში SOCAR–მა უკრაინას დაახლოებით 80 000 ტონა დიზელის საწვავი მიაწოდა

SOCAR New Energy- მა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) ერთობლივად დაარსდა, უკრაინისთვის რუსული “როსნეფტის” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების მიწოდების მიზნით, ივნისში 78 300 ტონა დიზელის საწვავის იმპორტი განახორციელა. ნათქვამია A-95 Consulting Group-ის ანგარიშში. ხსენებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მოცულობიდან 23,4 ტონა გადაეცა SOCAR Energy Ukraine-ს, SOCAR–ის შვილობილ კომპანიას უკრაინაში. გასულ თვეში, Bel Petrol Trading და BRSM-Nafta რუსული დიზელის საწვავის იმპორტიორთა შორის ასევე ...

Read More »

უკრაინულმა კომპანიებმა ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰესის აღდგენის სურვილი გამოთქვეს

უკრაინული კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ყარაბახის ტერიტორიაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურის აღდგენაში. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პოლტავას რეგიონალური საბჭოს დეპუტატმა, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტმა ევჰენ კორფმა განაცხადა. მისი სიტყვებით, უკრაინულ კომპანიებს შეუძლიათ ყარაბაღში ისეთი სამუშაოების განხორციელება, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტას თუ შეუძლია: „უკრაინაში გენერაციის მსგავს სისტემებს აწარმოებს 2 კომპანია. დსთ-ს სხვა ქვეყნებში მათ აწარმოებს ერთი ბელორუსული და ორი რუსული კომპანია. მსხვილი ...

Read More »