Tag Archives: #ატომური

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს დღემდე. ჰოსეინ ამირ-აბდოლლაჰიანის თქმით, „თუ აშშ პრაგმატულად იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ერთობლივ კომისიაში შედიან, შეიკრიბონ ვენაში და დავასრულოთ მუშაობა შეთანხმებაზე“. ამირ-აბდოლლაჰიანმა ეს განაცხადა დამასკში პრესკონფერენციაზე 23 მარტს. „გადავეცით ჩვენი ბოლო წინადადებები ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია

ამჟამად ჩერნობილის ზონაში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ბოლო კვირაში დაფიქსირდა დამატებითი 5 ხანძარი. ამ ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია. ჯერ კიდევ არის მცირე უბნები, სადაც წვა გრძელდება“, – განაცხადა სტრელესმა. შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს აიღეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ...

Read More »

ფინეთში საცავი შენდება, რომელშიც ბირთვულ ნარჩენებს სამუდამოდ შეინახავენ

ზღვის დონიდან დაახლოებით 400 მეტრით ქვემოთ ფინეთი სპეციალურ საცავს აშენებს, რომელშიც ქვეყნის ბირთვული ნარჩენები საუკუნეობით შეინახება. Science Magazine-ის უწყებას თუ დავეყრდნობით, იგი 2024 წელს გაიხსნება. ბირთვულ ენერგიას უკვე ევროპის არაერთი სახელმწიფო არიდებს თავს. გერმანიაში 6-იდან სამი ფუნქციური ატომური ელექტროსადგური დაიხურა, რადგან ქვეყანა ხანგრძლივ პერსპექტივაში ენერგიის განახლებადი ფორმებისაკენ იხრება. მსგავსი გეგმები საფრანგეთმა და ბელგიამაც დააანონსეს, თუმცა, როგორც ჩანს, ფინეთი განსხვავებულ გზას ირჩევს და სხვა ატომურ ...

Read More »

ჩერნობილის მახლობლად, ტყეში ხანძარია

უკრაინის პარლამენტის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან არსებულ ტყესთან ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტყის ხანძარი, სავარაუდოდ, გამოწვეულია საარტილერიო დაბომბვით ან განზრახ ცეცხლის წაკიდებით. მათივე ცნობით, ხანძარი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაჩენილი და ამ ეტაპზე რუსული შენაერთების მხრიდან მისი ჩაქრობის მცდელობა არ ყოფილა. უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ეს ზრდის შეშფოთებას, რომ რადიაციული კვამლი შეიძლება, გავრცელდეს.

Read More »

გაერო: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილის ჩანაცვლება მოხერხდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს. ინფორმაციას გაეროს ბირთვული მეთვალყურე ავრცელებს. პერსონალმა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში, 3 კვირაზე მეტი გაატარეს, მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური დაკავება მოახერხეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირებში მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა ახლო მომავალში აღარ ექნებოდათ. “მათ იქ ძალიან დიდი დრო ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბელგიამ ატომური სადგურების დახურვა გადაავადა

ბელგიამ ატომური ელექტროსადგურების დახურვა 2030 წლამდე გადაავადა. Doel 4 და Tihange 3 ბირთვული რეაქტორების დახურვას ბელგია 2025 წლამდე აპირებდა. ბრიუსელმა გადაწყვეტილება უკრაინაში ომის გამო შექმნილი ‘ქაოსური გეოპოლიტიკური ვითარებით’ ახსნა, რომელიც ევროპაში ენერგეტიკულ ბაზარს რყევებით ემუქრება. მთავრობის განცხადებით, ბირთვული ენერგიის დროებით შენარჩუნების პარალელურად გაძლიერდება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, რისთვისაც 1,1 მილიარდი ევროა გამოყოფილი. დიდ ატომურ სადგურებზე უარის თქმის პარალელურად ბელგიამ მცირე, ე. წ. „მოდულური“ ბირთვული ...

Read More »

ალექსეი დანილოვი – ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ ...

Read More »

“თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავთ, უნდა გაარღვიოთ რამდენიმე ბარიერი, სანამ რადიაციულ ავარიას გამოიწვევთ”

რუსი დამპყრობლები სამხედრო ბაზებად ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურებს  იყენებენ, – ამის შესახებ „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა პეტრ კოტინმა განაცხადა. „მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ექვსი ენერგეტიკული ერთეული და ძალიან ბევრი ბირთვული მასალა. თითოეულ რეაქტორში ბირთვი სრულად არის დატვირთული საწვავით. ღმერთმა იცის, რას მოიმოქმედებენ ამ მასალასთან დამპყრობლები. თუ ისინი ყველაფერს დღევანდელ ფორმაში დატოვებენ, ცუდი არაფერი მოხდება. ისინი ჯერ არ ერევიან ჩვენი პერსონალის მუშაობაში“, ...

Read More »

Anonymous-მა რუსეთის ატომური ენერგიის კორპორაციის საიტი გატეხა

Anonymous-მა რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაციის  Rosatom-ის საიტი გატეხა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. „Anonymous-მა გატეხა Rosatom-ის ვებსაიტი და იწყება გიგაბაიტიანი მონაცემების გაჟონვა“, – ნათქვამია მოხსენებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ კომპანიის ვებგვერდი გატეხეს და ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ატომური ელექტროსადგურების რეაქტორების მუშაობასთან. ჰაკერები განმარტავენ, რომ ისინი არასოდეს შეუქმნიან საფრთხეს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს. Taiwan News- ის ცნობით , ჰაკერებმა Rosatom-ის ...

Read More »
ვინ არის დაინტერესებული არალეგალური ურანით და როგორ მოხვდა ის საქართველოში

აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტის შემცირებაზე მუშაობს

აშშ საკუთარი სიმძლავრეების გაზრდის გზით, რუსეთიდან ურანის იმპორტის შემცირებაზე მუშაობს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმა განაცხადა. ჟურნალისტებმა მას კითხეს, როგორ აპირებს აშშ შეამციროს რუსული ურანის იმპორტი. „ურანის მოწოდება – განსაკუთრებით ურანით ნაკლებადგამდიდრებული საწვავის იმპორტი, ნამდვილად მნიშვნელოვანია შტატებისთვის, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ბირთვული რეაქტორების მუშაობა. იმპორტის შემცირება არის ის რაზეც ჩვენ ვმუშაობთ,“ – განაცხადა მან. მანვე დასძინა, რომ კონგრესის ...

Read More »