ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია

ამჟამად ჩერნობილის ზონაში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ბოლო კვირაში დაფიქსირდა დამატებითი 5 ხანძარი. ამ ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია. ჯერ კიდევ არის მცირე უბნები, სადაც წვა გრძელდება“, – განაცხადა სტრელესმა.

შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს აიღეს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩერნობილის ზონაში ოთხი-ხუთი წვის ცენტრი დააფიქსირა.

Leave a Reply