ჟურნალისტებმა მას კითხეს, როგორ აპირებს აშშ შეამციროს რუსული ურანის იმპორტი. „ურანის მოწოდება – განსაკუთრებით ურანით ნაკლებადგამდიდრებული საწვავის იმპორტი, ნამდვილად მნიშვნელოვანია შტატებისთვის, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ბირთვული რეაქტორების მუშაობა. იმპორტის შემცირება არის ის რაზეც ჩვენ ვმუშაობთ,“ – განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ კონგრესის მიერ მიღებული ახალი კანონი ინფრასტრუქტურის შესახებ ასევე მოიცავს ქვეყანაში ურანის წარმოების გაზრდის მიმართულებას. გრენჰოლმის თქმით, აშშ თვლის, რომ ატომური მიმართულება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროგრამაში.
წყარო: bpn.ge