Tag Archives: #ატომური

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს

უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოსგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის თავიდან აცილებას ითხოვს. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშუკის თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან უზარმაზარი საბრძოლო მასალის საცავი აღჭურვა, რომელსაც ისე შეუძლია აფეთქება, როგორც ეს გუშინ, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მოხდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოსგან სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს, რათა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია მოხდეს და იქ გაეროს სპეციალური მისია შევიდეს. „გუშინ უკრაინის შეიარაღებული ...

Read More »

“ჩერნობილში აფეთქების საშიშროება არსებობს” – უკრაინა რუსეთს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა, რომლებსაც ტერიტორია ოკუპირებული აქვთ, რადიოაქტიური ზონა უნდა დატოვონ. მან ასევე თქვა, რომ უკრაინამ სთხოვა რუსეთს სამშაბათს მოლაპარაკებებზე დაუშვას 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა უკრაინის ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებსა და სოფლებში. “ჩვენ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ ...

Read More »

“ჩერნობილის რადიოაქტიური ზონის დაუყოვნებლივი დემილიტარიზაცია მოხდეს”

უკრაინელი მაშველები ჩერნობილის დაუყოვნებლივ “დემილიტარიზაციას” ითხოვენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში გაეროს მისიის სპეციალური წარმომადგენლები უნდა ჩავიდნენ და იქ არსებული ვითარება შეისწავლონ. “ბიბისი” წერს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი, რაფაელ მარიანო გროსი მთავრობის მაღალჩინოსნებთან, ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ მოლაპარაკებებზე უკრაინაში იმყოფება. როგორც გროსი აცხადებს, საკვანძო ადგილებში ავარიის რისკების თავიდან აცილების ...

Read More »

„რუსი სამხედროები, რომლებმაც თებერვალში ჩერნობილის ატომური სადგური დაიკავეს, მაღალი რადიაციული რისკის ზონაში დამცავი აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ”

რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონის ტერიტორია დაიკავეს, „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ, რის შედეგადაც რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოიშვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას. სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ...

Read More »

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს

რუსულმა რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, ქალაქ ნიკოპოლზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია Kiev Independent ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის. “ქალაქ ნიკოპოლთან სარაკეტო თავდასხმა მოხდა. მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის, ქალაქში საფრთხეზე ინფორმაცია არ ვრცელდება. დარჩით თავშესაფრებში ჰაერის განგაშის დასრულებამდე”, – წერს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენ ევტუშენკო.

Read More »

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ მარიანო გროსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ქვეყნის ბურთული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სასწრაფო ტექნიკური დახმარება გაუწიოს. სააგენტოს განმარტებით, ვიზიტის მთავარი მიზანია ატომურ ობიექტებზე ავარიის რისკის აღკვეთაში დახმარება.

Read More »

უკრაინა პარტნიორებთან ერთად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან რუსეთის გარიცხვაზე მუშაობს

უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რუსეთი უნდა გაირიცხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (IAEA), – განაცხადა 27 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ოლენა ზერკალმა. “ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან გავრიცხოთ, ან მინიმუმ შევამციროთ მისი როლი და ყველა რუსი ჩამოვაშოროთ იმ საკვანძო პოზიციებს, რომლებსაც ისინი იკავებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოში”, – თქვა ზერკალმა. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ “ამის ...

Read More »

ბორელი: ირანის ბირთვულ შეთანხმების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ მხარეები ირანის ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერასთან ძალიან ახლოს არიან. „ვფიქრობ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვდგავართ და ვიმედოვნებ ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა დოჰას ფორუმზე გამოსვლისას. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ. 2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. ...

Read More »

IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს უკრაინაში, რათა უზრუნველყოს ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს. “IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ...

Read More »

უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჩერნობილის უნიკალური ლაბორატორიის განადგურებაში, რომელსაც რადიაციული ნარჩენების კონტროლი შეეძლო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს 6 მილიონი ევროს ღირებულების, უახლესი ანალიტიკური ლაბორატორია. ამის შესახებ უკრაინის განრიდების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო იუწყება. „რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს ჩერნობილის უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც არის უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით, რომელსაც რადიონარჩენების როგორც კონდიცირება, ისე განადგურება შეუძლია.“, – აცხადებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაცია

Read More »