ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) “სერიოზულად შეშფოთებულია” უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებითა და დაცულობით – აღნიშნულის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ატომური ინციდენტის თავიდან აცილების აუცილებლობა უფრო კრიტიკული ხდება ყოველი დღის გასვლის შემდეგ“.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, უკრაინის ბირთვული რეაქტორების შესაფასებლად, საკუთარი ექსპერტებს და აღჭურვილობის დაშვება ითხოვს.
“IAEA იმედოვნებს, რომ გაგზავნის ექსპერტებს, რათა უზრუნველყოს მისი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და დაცულობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე ავარიის რისკი, რომელიც შეიძლება დაემუქროს როგორც ადამიანებს, ასევე გარემოს”,- დასძინა გროსიმ.
ცნობისთვის, უკრაინას 15 ბირთვული რეაქტორი აქვს, რომელთაგან რამდენიმე ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა. რუსეთმა თებერვალში ჩერნობილის ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარა, სამშაბათს კი უკრაინამ განაცხადა, რომ აღნიშნული აფერხებს ჩერნობილის დახურულ ზონაში ტყის ხანძრების გაკონტროლებას.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”