Tag Archives: #ელექტროენერგია

რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას Укрэнерго-სთვის გადაუდებელი სესხის გადაცემას განიხილავს, რომელიც აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის. ამის შესახებ 17 ნოემბერს EBRD-ის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მისივე თქმით, ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს. Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება. პატრონემ აღნიშნა, რომ EBRD-ის მენეჯმენტმა Укрэнерго-სთვის გადაუდებელი საკრედიტო ხაზის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლერწმის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, სამუელ ბუაჩიძის, გუდამაყრის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »

ენერგოკრიზისი ევროპაში: გადასახადების მკვეთრი ზრდა საცხობების გაჩერების საფრთხეს ქმნის

მოსახლეობის დახმარების მიზნით საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და ევროკავშირის კიდევ ათი ქვეყანა გაზის ფასების ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ. ისინი შიშობენ, რომ გაზის მიმწოდებელი კომპანიები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე და ბუნებრივ აირს სხვა ქვეყნებს მიჰყიდიან. ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ბუნებრივი აირი ერთად შეიძინონ და ამ გზით შეამცირონ ფასი. თუ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მომავალ კვირას შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შემდგომ საერთო გეგმაზე ჩამოყალიბება ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 3,8%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის გვერდზე დაწერა. ელექტროენერგიის წარმოებამ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, 23 მილიარდ 748,6 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა 2 მილიარდ 101,2 მლნ კვტ/სთ, ხოლო იმპორტმა 115,7 მლნ კვტ/სთ შეადგინა. პ.შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით განახლებადი წყაროებიდან, წყლის ჩათვლით, 1 ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

რა მოლოდინებია და როგორ ხვდება ენერგეტიკის სექტორი CFD მექანიზმს

მთავრობა ენერგეტიკის სექტორის ახალ მხარდამჭერ მექანიზმს აამოქმედებს, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა CFD მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა, რომ მომდევნო სამ წელიწადში  ქვეყანაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს, მან ასევე თქვა, რომ ახალი მექანიზმი იქნება ერთგვარი ბიძგი იმისათვის, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები წახალისდეს. მანამდე  მოქმედი  ე.წ.  PPA მექანიზმი მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის  საფუძველზე 2017 წელს შეაჩერა, გამოცხადდა მორატორიუმი, შემდეგ მექანიზმის აღდგენა, ან ...

Read More »

პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომას კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გააცნო. დოკუმენტი კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და შედეგებს მოიცავს. მასში ასახულია 2021 წელს გაზისა და ელექტროენერგეტიკის, ასევე წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული და მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომისიას, 2021 წელს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის ISO-ს სერტიფიკატი მიენიჭა. „რამდენიმე თვის განმავლობაში ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

17 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დავით კვაჭანტირაძის, ბოგდან ხმელნიცკის და პაატა ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ინტერნატის, სამღერეთის, ფილიას, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ...

Read More »

რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია

მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრის ანდრეი სპინუს განცხადებით, რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. მისი განმარტებით, ქსელი ავტომატურად გაითიშა უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში. „(Isaccea-Vulcanesti) ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგია მიეწოდება მოლდოვას, უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში, ავტომატურად გაითიშა. შედეგად, ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ეს მოხდა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს“, -განაცხადა სპინუმ სატელევიზიო ეთერში. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინაში შვიდ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 15 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 90-დან 70 რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სავარაუდოდ ხვალ დილამდე ...

Read More »

რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დღეს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს“, უმნიშვნელოვანესი უწოდა. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს. „შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობისაა ყველასთვის, სიმბოლური ისტორიულად, იმდენად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური ...

Read More »