რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადასცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭო მომავალ კვირას Укрэнерго-სთვის გადაუდებელი სესხის გადაცემას განიხილავს, რომელიც აუცილებელია უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენისთვის. ამის შესახებ 17 ნოემბერს EBRD-ის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკი შესაძლო დაფინანსების განხილვას 21 ნოემბერს გეგმავს. Reuters წერს, რომ საუბარია ას მილიონ ევროზე, რომლითაც რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურა აღდგება.

პატრონემ აღნიშნა, რომ EBRD-ის მენეჯმენტმა Укрэнерго-სთვის გადაუდებელი საკრედიტო ხაზის მიცემა კომპანიის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

Leave a Reply