მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.
ელექტროენერგიის წარმოებამ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, 23 მილიარდ 748,6 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა 2 მილიარდ 101,2 მლნ კვტ/სთ, ხოლო იმპორტმა 115,7 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
პ.შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით განახლებადი წყაროებიდან, წყლის ჩათვლით, 1 მილიარდ 755,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იქნა წარმოებული, რაც 357,9 მლნ კვტ/სთ-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.