რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია

მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრის ანდრეი სპინუს განცხადებით, რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. მისი განმარტებით, ქსელი ავტომატურად გაითიშა უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში.

„(Isaccea-Vulcanesti) ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგია მიეწოდება მოლდოვას, უსაფრთხოების ღონისძიების ფარგლებში, ავტომატურად გაითიშა. შედეგად, ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ეს მოხდა რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს“, -განაცხადა სპინუმ სატელევიზიო ეთერში.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია.

Leave a Reply