Tag Archives: #უნგრეთი

“უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს”

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს. „უნგრეთმა უკვე ბევრი გააკეთა ევროპის ერთიანობის მხარდასაჭერად, თუმცა თუ [სანქციების] პაკეტი ენერგეტიკულ სანქციებს შეიცავს, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია და მხარს არ დავუჭერთ მას“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა. „ჩვენ ველოდებით სანქციების საბოლოო, სრულ ჩამონათვალს და შემდეგ შეგვიძლია ამაზე მოლაპარაკება. უნგრეთი მხარს არ ...

Read More »

“ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი, რადგან ეს მხოლოდ გააღრმავებს ენერგოკრიზისს და ევროპას დააზარალებს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს სანქციების მერვე პაკეტის ხსენება, უნდა შეწყვიტოს ისეთი ზომებზე მინიშნება, რომლებიც მხოლოდ კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგორესურსების მიწოდების კრიზისს“, – ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებაში.

Read More »

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. “რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, ...

Read More »

უნგრეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ენერგეტიკულ ვითარებაზე საუბრისას უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და უფრო დაუცველია ვიდრე რუმინეთი, რადგან მას არ აქვს წვდომა ზღვაზე, ამიტომ, მომავალში ბუდაპეშტი ეცდება მიაღწიოს ენერგეტიკულ სუვერენიტეტს. „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ...

Read More »

გადაწყვეტილება მიღებულია: რუსეთი უნგრეთს დამატებით გაზს მიაწვდის

უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა. „ბიბისის“ ცნობით, კონტრაქტი „გაზპრომთან“ უკვე გაფორმებულია, მიწოდება პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს. უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ზლოტან კოვაჩის განმარტებით, ქვეყანა დღიურად 5.8 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს

რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა და პაკშის ბირთვულ ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ბირთვულ სფეროზე. ამასთან უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს. „დღეისათვის, პაკშის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც ...

Read More »

“ენერგეტიკული სანქციები რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს, მათი შემოღება საღ აზრს სრულად ეწინააღმდეგება”

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრებას და არც რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ Facebook-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს. „ესტონელ კოლეგა ურმას რეინსალუსთან რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზე ვისაუბრეთ. სოლიდარულები ვართ ოლაფ შოლცის პოზიციასთან და რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ. ასევე ვიმსჯელეთ ესტონეთის მიერ ინიცირებულ სანქციების ახალ პაკეტზე. ჩვენ როგორც უკრაინის მეზობელი ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისის გამო უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს

ენერგეტიკული კრიზისის გამო უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს, – ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნადმა განაცხადა. „ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისისა და ბრიუსელის სანქციების გამო, მთავრობა აკრძალავს ენერგეტიკული პროდუქტების, მათ შორის შეშის ექსპორტს“, – აღნიშნულია უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაში. უნგრული მედიის ინფორმაციით, მთავრობამ ტყის მწარმოებლებს დაავალა, აცნობონ სხვა ქვეყნებში ხე-ტყის მიწოდების შესახებ ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ. ნადმა განაცხადა, რომ მთავრობა აკონტროლებს შეშის ...

Read More »

უნგრეთი რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომლითაც დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს

უნგრეთი ამ ზაფხულს რუსეთთან ახალ შეთანხმებას დადებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს, – ამის შესახებ Politico უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ… ეს შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ზაფხულში და შემდეგ, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით. უნგრეთს საკმარისი გაზი ექნება“, – თქვა ორბანმა. ახალი ხელშეკრულება იმ 15-წლიანი ხელშეკრულების ერთგვარი დამატება იქნება, რომელიც რუსულ „გაზპრომთან“ ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს დამატებითი გაზი სთხოვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია. თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. . უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო ...

Read More »