“ენერგეტიკული სანქციები რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს, მათი შემოღება საღ აზრს სრულად ეწინააღმდეგება”

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრებას და არც რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას, – ამის შესახებ Facebook-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო წერს.

„ესტონელ კოლეგა ურმას რეინსალუსთან რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის საკითხზე ვისაუბრეთ. სოლიდარულები ვართ ოლაფ შოლცის პოზიციასთან და რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას არ ვაპირებთ. ასევე ვიმსჯელეთ ესტონეთის მიერ ინიცირებულ სანქციების ახალ პაკეტზე. ჩვენ როგორც უკრაინის მეზობელი ქვეყანას, გვსურს დამყარდეს მშვიდობა, მაგრამ რამდენად უწყობს ამას ხელს სანქციები, ამაზე ჩვენი შეფასებები განსხვავდება. ჩვენ არც კი გვსურს ენერგეტიკული სანქციების განხილვა. ამჟამად ფიზიკურად შეუძლებელია უნგრეთის უზრუნველყოფა ნავთობითა და ბუნებრივი აირით ენერგიის რუსული წყაროების გარეშე. ჩვენ ვერ შევუწყობთ იმას, რომ უნგრელმა ხალხმა ომის საფასური გადაიხადოს. ენერგეტიკული სანქციები რუსეთზე მეტად ევროპას დააზარალებს, მათი შემოღება საღ აზრს სრულად ეწინააღმდეგება“, – წერს სიიარტო.

Leave a Reply