Tag Archives: #ბუნებრივი აირი

ჩეხეთმა აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია მიიღო

ჩეხეთის რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თხევადი ბუნებრივი აირის პირველი პარტია, აშშ-დან საზღვაო გზით ნიდერლანდებში ჩაიტანესდა LNG ტერმინალშია. გემი აშშ-დან ჰოლანდიის პორტ ემშაფენში 19 სექტემბერს ჩავიდა. წლის ბოლომდე იქ მხოლოდ თხევადი აირით დატვირთულ 9 გემი ჩავა. რვა გემიდან თითოეულმა 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა გადაზიდოს. მცურავი ტერმინალით, ჩეხეთი, გაზის წლიური მოხმარების მესამედს მიიღებს, რაც სახელმწიფოს დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს. გასულ წელს ...

Read More »

„ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“ – პესკოვი რუსული გაზის ზედა ზღვრის დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვი, მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ. „ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა. წყარო: pia.ge

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით შემცირდა

ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი ვოლატილობაა: გასულ 24 საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის – Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათ ენერგიაზე თითქმის 20%-ით 274 ევრომდე შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: მსგავსი მასშტაბის კორექცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ბირჟაზე ტრეიდერებს გაუჩნდათ სურვილი მოგება გაენაღდებინათ, რამაც ფასის დინამიკა მოკლევადიან პერსპექტივაში აღმასვლიდან დაღმასვლისკენ მიმართა. ...

Read More »

დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს პასუხობს – რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას სრულიად არარაციონალურს უწოდებს. „ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერც ერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება ...

Read More »

ბრიტანეთი თხევად გაზს ავსტრალიიდან ეზიდება

დიდი ბრიტანეთი ენერგიის დეფიციტმა იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გაზს ავსტრალიიდან ეზიდება. BBC-ს წერს, რომ ჩვეულებრივ ავსტრალია ასეთ შორ მანძილზე არ ახორციელებს გადაზიდვებს, თუმცა ენერგოკრიზისის დასაძლევად და რუსული ენერგიის ჩასანაცვლებლად ასეთი პრეცედენტებიც ხდება. თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერი 22 აგვისტოს ჩავა ბრიტანეთში. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ევროპაში გაგზავნა. წყარო: ...

Read More »
დაკარგავს თუ არა საქართველო აზერბაიჯანულ გაზს?!

საქართველოში 16 მლრდ მ³ მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა – ნავთობისა და გაზის სააგენტო

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI ...

Read More »

მერკელი – Nord Stream 2-ზე: რაღაც გაგებით, ბუნებრივი აირი არ იყო რუსეთის იარაღი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს მცდარ გადაწყვეტილებად Nord Stream 2-ის მშენებლობის დაშვებას და არ თვლის, რომ ამან უკრაინა უფრო დაუცველ მდგომარეობაში დააყენა რუსეთთან მიმართებაში. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე მჯეროდა ცვლილებების არა ვაჭრობის, არამედ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ სახელმწიფოსთან სავაჭრო გზით“, – განაცხადა ყოფილმა კანცლერმა. სწორედ ამ ფონზე მიიჩნია მან ...

Read More »

ხვალ 5400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისი ენრჯის ინფორმაციით, ვარკეთილის რაიონში 5400-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება. თბილისი ენერჯი მიზეზად გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასახელებს. 17 ივნისის 10.00 სთ-დან გაზის მიწოდება შეუწყდება: ვარკეთილის III მასივი, ნაკვ. 20 (025)-ში მდებარე შპს ,,ვარკეთილი დეველოფმენთი”-ს, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. 33ა (33ბ), ნაკვ. 05/064-ში მდებარე შპს ,,დავიდე”-ს, ვარკეთილის ზემო პლატო, კორპ. ...

Read More »

როგორია გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში

საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 0.55 ლარი იყო, რაც ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი შედეგია – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშში. საქართველოზე დაბალი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია – 0.28 ლარი 1 კუბურ მეტრზე. რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთსა და სომხეთს, სემეკის მონაცემებით, ...

Read More »

ფინეთს რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, ხვალიდან შეუწყდეს

ფინეთში რუსული გაზის მიწოდება შესაძლოა, 20 მაისს, გვიან ან 21 მაისს შეწყდეს. ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-ის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი. კომპანია ამ ვადებში მიწოდების შეწყვეტის რისკს რეალურად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსული მხრიდან ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Gasum რუსული გაზის გარეშე დარჩენის პირობებისთვის ემზადება. კომპანია ზაფხულის განმავლობაში აპირებს, ფინეთ-ესტონეთის ქსელების დამაკავშირებელ ...

Read More »