დიდი ბრიტანეთი ენერგიის დეფიციტმა იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გაზს ავსტრალიიდან ეზიდება. BBC-ს წერს, რომ ჩვეულებრივ ავსტრალია ასეთ შორ მანძილზე არ ახორციელებს გადაზიდვებს, თუმცა ენერგოკრიზისის დასაძლევად და რუსული ენერგიის ჩასანაცვლებლად ასეთი პრეცედენტებიც ხდება.
თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერი 22 აგვისტოს ჩავა ბრიტანეთში.
Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ევროპაში გაგზავნა.
წყარო: gbc.ge