Tag Archives: #ენერგეტიკა

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 15,4%-ით გაიზარდა და 464,9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2020 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 402,8 მლნ კვტ.სთ იყო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო არის ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ქვეყანა. 2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 91,3% მოდის საქართველოზე, 4,5% რუსეთზე, 2,5% თურქეთზე, ხოლო დანარჩენი ირანზე. 

Read More »

ბოლო 5 წელში გაზის არასწორი მოხმარებისა გამო თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით,  2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა. გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომპანიის სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები. ...

Read More »

“ვგეგმავთ, ამ დღეებში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ”

კონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა”

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო იყო და დღესაც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, ყველა ექსპერტი, რომელსაც აინტერესებს, თუ რა წერია კვლევებში, მათი ...

Read More »

გოლეთიანი: ვაყენებთ პირობას და შემდეგ, თუ უნდათ რეალური დიალოგი, მოვიდეს პრემიერი ან წარმომადგენელი

„რიონის ხეობის მცველი“ და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათ სურთ დიალოგი, მაგრამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა შეძლონ ნამოხვანში კარვების გაშლა. „ჩვენ ახლა საბოლოოდ გვინდა ის სპეკულაციური დამოკიდებულება ამ დიალოგთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ. ამიტომ ახლა ველოდებით მათ კონკრეტულ ნაბიჯს. ჩვენ ვაყენებთ კონკრეტულ პირობას და ...

Read More »

იაპონია ავარიული ატომური სადგურიდან „ფუკუშიმა-1“ რადიოაქტიურ წყალს ოკეანეში გადაღვრის

იაპონიის მთავრობამ ავარიული ბირთვული ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“ რეზერვუარებიდან რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში გადაღვრის ნებართვა გასცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს პროცესი ათობით წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეზერვუარებში 1,3 მილიონი ტონა რადიოაქტიური წყალი ინახება და კომპანიაში Tokyo Electric Power Co (TepCo) აცხადებენ, რომ რეზერვუარები სავარაუდოდ 2022 წელს გაივსება. პრობლემა იმით არის გამოწვეული, რომ ავარიიდან ათი წლის შემდეგაც სადგურის დეაქტივაცია დასრულებული არ არის. ...

Read More »

GOGC-ს პანდემიური წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება ₾13 მლნ-ით გაეზარდა

„ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მოგების ზრდაზე აცხადებს. სახელმწიფო კომპანიას 2020 წლის 6 თვეში  შემოსავლები და მოგება გაზრდილი ჰქონდა.  არააუდირებული ფინანსური ანგარიშგება კომპანიამ თავად გამოაქვეყნა. პანდემიური წლის პირველ ნახევარში კომპანიამ 486.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურ ჭრილში 12%-იან (52.809 მლნ  ლარი) ზრდას აჩვენებს. საოპერაციო მოგება 100 მლნ ლარს აღემატება, წმინდა მოგება კი, 45.185 მლნ ლარია, რაც 12.9 მილიონით მეტია 2019 ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ნამოხვანში შესვლას ითხოვენ

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილის ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს. ისინი დილით გუმათჰესის მიმდებარედ დაბრუნდნენ, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები აქვს აღმართული. “ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი დღესაც ეცდებიან სოფელ ნამოხვანში შესვლას. “ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ პოლიცას, გაათავისუფლონ გზა და ნამოხვანში მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების საშუალება. როგორც გუშინ დავაანონსეთ, თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, მთელი ქვეყნის ...

Read More »

“ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია”

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „რაც შეეხება ბუნებრივი რესურსის, ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების გადასახადს, კომპანია არც ამისგან არის გათავისუფლებული. კანონით დადგენილ საფასურს იხდის. ერთადერთი, რა უფლებითაც სარგებლობს ინვესტორი ...

Read More »

„ნამახვანჰსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან გუმათისკენ გადაადგილებას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე ქუთაისის ცენტრში გაათიეს, სადაც გუშინ აქციაც გამართეს. დღეს დილიდან კი კვლავ გუმათისკენ გეგმავენ გადაადგილებას, სადაც მათი კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. კერძოდ, გაიმართება აქციები რეგიონებში, გადაიკეტება მაგისტრალები. „თუ ჩვენი მცდელობა არ შეფასდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ თავის ქალაქებში, ...

Read More »