„ნამახვანჰსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან გუმათისკენ გადაადგილებას გეგმავენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ღამე ქუთაისის ცენტრში გაათიეს, სადაც გუშინ აქციაც გამართეს. დღეს დილიდან კი კვლავ გუმათისკენ გეგმავენ გადაადგილებას, სადაც მათი კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. კერძოდ, გაიმართება აქციები რეგიონებში, გადაიკეტება მაგისტრალები.

„თუ ჩვენი მცდელობა არ შეფასდება ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ თავის ქალაქებში, რეგიონებში, მათ შორის ავტობანზე და ყველგან მოხდეს პიკეტირება. საბოლოო ჯამში, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ყველანი ერთად დავიძრებით დედაქალაქში და იქნება პერმანენტული აქციები, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

Leave a Reply