2021 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 15,4%-ით გაიზარდა და 464,9 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
2020 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 402,8 მლნ კვტ.სთ იყო.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველო არის ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ქვეყანა. 2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 91,3% მოდის საქართველოზე, 4,5% რუსეთზე, 2,5% თურქეთზე, ხოლო დანარჩენი ირანზე.