Tag Archives: #გაზი

გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარს გადააჭარბა

ორშაბათს, ევროპაში ბუნებრივი აირის საშუალო ფასი სექტემბრის ფიუჩერსისთვის ნიდერლანდების TTF ცენტრში, 1000 კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარზე მეტი შეადგენდა, რაც წინა დღის ფასს 2.7%-ით აღემატება. აღნიშნულის შესახებ, ICE მონაცემებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული report იუწყება. პიკი დაფიქსირდა 2 აგვისტოს, როდესაც, სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა 520 აშშ დოლარს გადააჭარბა 1000 კუბურ მეტრზე. ამავე დროს, EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ადგილობრივი სამომხმარებლო ფასი 485 ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

რაც არ უნდა თქვას ამერიკამ, გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს რუსულ გაზსადენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს – იტყობინებიან ინფორმირებული მაღალჩინოსნები ბერლინიდან. ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს ევროკავშირის ფორმატში სხვა, უფრო ფართო სანქციებზე გააკეთებს, იმის მიუხედავად, რომ ეს უფრო რთული გზაა და თანაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკურ სანქციებზე არ რეაგირებს. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ბაიდენმა სცადა მისი ...

Read More »

შაჰ დენიზის საბადოდან 98 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავიდა ექსპორტზე

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში არსებული საბადოების ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემებით, წარმოებულია 183 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში ნავთობისა და გაზის წარმოების ოპერატიული მონაცემების საფუძველზე. ანგარიშის თანახმად, შაჰ დენიზის ბუნებრივი აირის კონდენსატის საბადოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 145 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა წარმოებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება, სექტემბრის ფიუჩერსების ფასს,  2 აგვისტოს 1000 კუბურ მეტრზე 520 აშშ დოლარს  გადააჭარბა. EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 485 აშშ დოლარია. რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 265 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი “გაზპრომის” 2021 წლის ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას 34 მიმწოდებელი ახორციელებდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%). ამასთან, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და ...

Read More »
ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

5600-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაცნობებთ, რომ 3 აგვისტოს, დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის აუცილებელი სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო 5600-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზი დროებით შეუწყდება. საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე. გაზის მიწოდება შეუწყდება: საბურთალოს რ-ში–იური გაგარინის ქ. 18-ში, ი. გაგარინის ქ. 29-ში მდებარე ...

Read More »

დონალდ ტრამპი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ზე: გერმანიას უკვე შეუძლია თეთრი დროშა აღმართოს, რადგან ენერგომატარებლების 60-70%-ს რუსეთისგან მიიღებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა მალე დასრულდება, რისი წყალობითაც, რუსეთი მილიარდობით დოლარს მიიღებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებით მან სერიოზულად გაართულა გაზსადენის მშენებლობა, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის განხორციელებას ხელს არ უშლის. „ჯო ბაიდენმა მსოფლიოში ყველაზე დიდი გაზსადენი (რუსეთიდან გერმანიაში) დაამტკიცა, რაც ამავდროულად იმას გულისხმობს, რომ გერმანია უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა აშშ-ის ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ხვალ 6 600 აბონენტს 25 ივლისს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ნუცუბიძის ფერდობზე არსებულ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 6 600-მდე აბონენტს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კვირას, 25 ივლისის დილის 10:00 საათიდან 26 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შალვა ნუცუბიძის ქ. 179-1, ნუცუბიძის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 1, კორპ. 1, 1ა, 2, 3, 3ა, 3დ, 4, ...

Read More »

SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 ...

Read More »

“მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, განხორციელდა 11 მილიონიანი პროექტი და 1 600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება”

მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა, აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლად ...

Read More »