ორშაბათს, ევროპაში ბუნებრივი აირის საშუალო ფასი სექტემბრის ფიუჩერსისთვის ნიდერლანდების TTF ცენტრში, 1000 კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარზე მეტი შეადგენდა, რაც წინა დღის ფასს 2.7%-ით აღემატება.
აღნიშნულის შესახებ, ICE მონაცემებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული report იუწყება.
პიკი დაფიქსირდა 2 აგვისტოს, როდესაც, სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა 520 აშშ დოლარს გადააჭარბა 1000 კუბურ მეტრზე.
ამავე დროს, EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ადგილობრივი სამომხმარებლო ფასი 485 აშშ დოლარია 1000 კუბურ მეტრზე.
ნინო სამადაშვილი