კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საბურთალოსა და დიღმის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება სამშაბათს, 3 აგვისტოს, 10:00 საათზე შეუწყდება და სრულად აღდგება 4 აგვისტოს 10:00 საათზე.
დიღომში – ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაშლიჯვარში – მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, არზაყან ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩებისა და ასევე, გელოვანის გამზ. 4-ში (ყოფ. ინდუსტრიული კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას) მოსახლეობას, სოფ. დიღომში – ნატბეურების დასახლებას, სოფ. დიღომი – დიდგორის ქ. 2, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შპს ,,სოკარ პეტროლიუმისა“ და შპს „მმს-გაზი“ გაზგასამართ სადგურებს, შპს „ბელუქსს“, შპს ,,იბერია ავტო ჰაუსს“, ვაშლიჯვრის დასახლებაში – საქართველოს ბანკის ფილიალს, მე-4 პოლიკლინიკას, შპს „იფქლი პირველს“, შპს „ოჯთ ომეგა“-ს, შპს „ჰიდროსერვისს“, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალს”, შპს „ჰერმესს“, შპს ,,პრესტიჟს“.