Tag Archives: #რუსეთი

უკრაინა: დასავლელი მოკავშირეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, €25 მილიონ-ზე მეტს გამოყოფენ

ევროკავშირი და სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, 25,5 მილიონ ევროს გამოყოფენ უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, თანხები ევროკომისიის მიერ შექმნილი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გამოიყოფა. უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს სჭირდება არამხოლოდ დაფინანსება, არამედ საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »

ვინ არის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარ იდეოლოგი?

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერხი კირიენკო – წერს “ტვიტერზე” უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის სერხი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ენერგეტიკის სფეროში “როსატომში” მუშაობის გამო. უკრაინამ სახელებით იცის ვინ და ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

ქვეყანა რუსული გაზისგან თავისუფალია – იტალიაში გაზის საცავები 95,2%-ით არის შევსებული

იტალიის გაზის საცავები 95,2%-ით არის შევსებული, – განაცხადეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპანია Snam-ში, რომელიც პროცესს შვილობილი კომპანიის – Stogit-ის მეშვეობით სრულად აკონტროლებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო ვენიერმა განაცხადა, “მიღწეული შედეგი მომავალი ზამთრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის წარმოდგენა ივლისში წარმოუდგენელიც იყო, როდესაც სამიზნე ზღვარი – 90% დასახელდა”. ასევე, ვენიერის თქმით, უკვე დაწყებულია ზაფხულისთვის საცავების შევსებისთვის პირობების შექმნა, როდესაც, დაახლოებით, 2 ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

აზერბაიჯანს შეუძლია გაზი თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ჰაბს მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს გაზი თურქეთში დაანონსებულ „გაზის ჰაბს“, თუ ასეთი მიწოდება ქვეყანაში მოქმედი უცხოური კომპანიებისთვის სასარგებლო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სულთანოვმა განუცხადა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში გაზის მოპოვების ძირითადი წილი შაჰ დენიზის საერთაშორისო კონსორციუმზე მოდის. „ეს არის ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, შევხედავთ. აზერბაიჯანში გაზს ძირითადად კონსორციუმი აწარმოებს, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ...

Read More »

დენის შმიგალი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, რთული ზამთრისთვის მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ განსაკუთრებით რთული ზამთრისთვის მოემზადონ და საჭირო ნივთები მოიმარაგონ. „სახელმწიფო ემზადება ზამთრისთვის, უკრაინელებიც უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და იქონიონ აუცილებელი ნივთების მარაგი“, – განაცხადა შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დროს. მისი განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო დახმარების მისაღებად. უკრაინის პრემიერის თქმით, უკვე თორმეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას. პრემიერის თქმით, უკრაინას აქვს და ექნება რეზერვები, რათა დაზიანებული ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

ირანმა და „გაზპრომმა“ მილიარდიანი კონტრაქტები გააფორმეს

ირანმა და რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ 6,5 მილიარდი დოლარის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში, მეჰდი საფარიმ განაცხადა, წერს რუსული მედია. ეს ხელშეკრულებები 40 მილიარდი დოლარის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ქვეყნებმა 2022 წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თეირანში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. მანამდე მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთისთვის ირანული წარმოების 40 გაზის ტურბინის მიწოდებაზე. გარიგების ...

Read More »

IAEA უკრაინაში ამოწმებს ობიექტებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები უკრაინაში უკვე ამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ. IAEA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა უკრაინაში ორ ლოკაციაზე მუშაობების დაწყების შესახებ და დასკვნა კვირის ბოლოს იქნება მზად. აქამდე, 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ IAEA, კიევის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, უკრაინაში შეამოწმებდა ობიექტებს, სადაც, რუსეთის ბრალდებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ. 23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება – 18,6 პროცენტით შეუმცირდა. კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 ...

Read More »

რუსეთი ენერგეტიკული ობიექტების დაცვას აძლიერებს

რუსეთის ხელისუფლება გააძლიერებს დაცვას თვითმფრინავებისგან მათი ენერგეტიკული ობიექტებისთვის. მთავრობამ დაავალა ენერგეტიკის სამინისტროს, 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს დოკუმენტი ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების შეზღუდვის შესახებ, წერს რუსული მედია. „ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საჰაერო სივრცეში არაუფლებამოსილი პირების მოქმედების შეზღუდვას მნიშვნელოვან საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტებზე. ფრენების შეზღუდვის ზონების შექმნის პროცესების გააქტიურება ახლა, როგორც ჩანს, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, – ...

Read More »

ბრიტანეთმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 2023 წლის პირველი იანვრიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. “2023 წლის პირველი იანვრიდან დიდი ბრიტანეთი სრულად წყვეტს რუსული თხევადი გაზის იმპორტს და მხარს უჭერს სხვა ქვეყნებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა და შემზღუდავი ...

Read More »