იტალიის გაზის საცავები 95,2%-ით არის შევსებული, – განაცხადეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპანია Snam-ში, რომელიც პროცესს შვილობილი კომპანიის – Stogit-ის მეშვეობით სრულად აკონტროლებს.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო ვენიერმა განაცხადა, “მიღწეული შედეგი მომავალი ზამთრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის წარმოდგენა ივლისში წარმოუდგენელიც იყო, როდესაც სამიზნე ზღვარი – 90% დასახელდა”.
ასევე, ვენიერის თქმით, უკვე დაწყებულია ზაფხულისთვის საცავების შევსებისთვის პირობების შექმნა, როდესაც, დაახლოებით, 2 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ჩანაცვლება უნდა მოხდეს.