რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

ირანმა და „გაზპრომმა“ მილიარდიანი კონტრაქტები გააფორმეს

ირანმა და რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ 6,5 მილიარდი დოლარის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმეს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში, მეჰდი საფარიმ განაცხადა, წერს რუსული მედია.

ეს ხელშეკრულებები 40 მილიარდი დოლარის შეთანხმების ნაწილია, რომელიც ქვეყნებმა 2022 წლის ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თეირანში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ.

მანამდე მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთისთვის ირანული წარმოების 40 გაზის ტურბინის მიწოდებაზე.

გარიგების ღირებულება არ გახმაურებულა, მაგრამ ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ყველაზე დიდი საექსპორტო გარიგება ირანის უახლეს ისტორიაში ტექნოლოგიურ სექტორში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply